ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 სექტემბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
27 სექტემბერს "ბარსელონამ" 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1920 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი ნახევარმცველი მარკოს აურელიო დი პაულო. მან "ბლაუგრანაში" 1949-51 წლებში ითამაშა და 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და 1 ლათინური თასი მოიგო. დი პაულო ლა ლიგაში "ბარსელონას" მე-1000 გოლის ავტორია.
1942 წელი
"ბარსელონამ" სეზონი მადრიდში "რეალ მადრიდთან" 0-3 წაგებით დაიწყო.
1956 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი შოტლანდიელი თავდამსხმელი სტივ არჩიბალდი. 1984-1987 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 78 თამაში ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. არჩიბალდმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის ლიგის თასი მოიგო.
2005 წელი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 150-ე თამაში ჩაატარა. "უდინეზესთან" 4-1 მოგება ამ ტურნირზე 50-ე თამაში იყო კარლეს პუიოლისთვის. ამ შეხვედრაში გოლები რონალდინიომ (3) და დეკუმ გაიტანეს.
2014 წელი
"ბარსელონამ" "გრანადა" "კამპ ნოუზე" 6-0 გაანადგურა. ნეიმარმა "ბარსაში" პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა, მესიმ კი კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.
2020 წელი
ლა ლიგაში "ვილიარეალთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" შემადგენლობაში პედრის, პიანიჩის, ტრინკაუსა და მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანის ოფიციალური დებიუტი შედგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]