რამონ პლანესი: ფატის დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იყო

რამონ პლანესი: ფატის დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იყო

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა "ლევანტესთან" თამაშის (3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფატი? ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. დაბრუნება უთამაშებელი თითქმის ერთი წლის შემდეგ, გოლი, აღნიშვნის ემოცია... მხოლოდ ანსუმ იცის, რა გამოიარა. ძალიან ბედნიერები ვართ მისი და ასევე გუნდის გამო, რადგან დაგვიბრუნდა ფეხბურთელი, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ნიკომ და გავიმ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. დღევანდელი დღე პოზიტიური სიახლეებით სავსეა. დღეს მოედანზე "ლა მასიას" 7 ფეხბურთელი იყო და ეს შესანიშნავი სიახლეა.

ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და წინ ბევრი რამ დარჩა. კარგი დღე იყო. კონკურენტების მივუახლოვდით. ვფიქრობ, "გრანადასთან" და "კადისთან" ფრედ დასრულებული მატჩები არასამართლიანი იყო. ეს "ბენფიკასთან" და "ატლეტიკოსთან" უნდა დავამტკიცოთ.

ვნახოთ, მალე დაგვიბრუნდებიან თუ არა დემბელე და აგუერო, რომლებიც ასევე დაგვეხმარებიან.

- ციტირებს პლანესის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 სექტემბერი 2021 12:52
    0
    გაუგრძელონ მაინც კუმანს ბანი, სანამ ტრიბუნაზე დაისვენებს ეგება ამოვქაჩოთ ცოტა და ლიდერებში გადავიდეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 სექტემბერი 2021 10:52
    2
    ამ ახალგაზრდებს ჩავი უნდა განვითარებისთვის და არა ეს წითელი კაცი, რომელიც დროის მეტს ვერაფერს მისცემს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 02:13
    0
    აგუერო აღარც მახსოვდა. მაგრამ როგორც ჩანს ძილში არასწორ გადაბრუნებაზე გამოდის წყობიდან.
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #1 27 სექტემბერი 2021 00:50
    0
    კაი დღე იყო მარა უსამართლო იყოო ის ორი თამაში რო ვერ მოვიგეთ... ძაან ცუდის მანიშნებელია ესეთ რამეს რო ამბობს ბარსას წარმომადგენელი