ფილიპე კოუტინიო ანსუ ფატიზე: შესანიშნავ დაბრუნებას გილოცავ

ფილიპე კოუტინიო ანსუ ფატიზე: შესანიშნავ დაბრუნებას გილოცავ

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, "ლევანტესთან" 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ, ანსუ ფატის წარმატებას ულოცავს:

რთული პერიოდის გავლის შემდეგ, ანსუ ფატის შესანიშნავ დაბრუნებას ვულოცავ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ, ძმაო.

დღეს "ბარსამ" მემფის დეპაის, ლუკ დე იონგისა და ანსუ ფატის გოლების წყალობით იმარჯვა. ეს უკანასკნელი მოედანს 322-დღიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, გამოსვლიდან რამდენიმე წუთში კი 10-ნომრიანი მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 სექტემბერი 2021 14:43
    0
    ყველას რო ერთად ჩაეწერათ ეს მიმართვა, უფრო ადვილი იქნებოდა. მოსმენაც და მილოცვაც.
    ფანი [?]
    #2 27 სექტემბერი 2021 00:32
    2
    ჩვენც გახარებულები ვართ ფატის დაბრუნდებით აი შენი დაბრუნებუთ კი არამგონი ვინმე იყოს გახარებული🙃
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 22:26
    4
    ასეთ ბრწყინვალე თამაშშიც კი არაფრით გამორჩეული არ იყო კოუტინიო. უნდა გაიყიდოს აუცილებლად უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე