ნიკო გონსალესისა და ერიკ გარსიას კომენტარი

ნიკო გონსალესისა და ერიკ გარსიას კომენტარი

"ლევანტესთან" 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელები - ნიკო გონსალესი და ერიკ გარსია კომენტარს აკეთებენ:

ნიკო გონსალესი:

ანსუ განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რაც ფატიმ გააკეთა, არ გამკვირვებია, რადგან მასთან ერთად სულ ვთამაშობდი, ვარჯიშებს ვნახულობდი და ვიცი, რა შეუძლია.
ნახევარდაცვაში თამაში კომფორტულია? პირველ რიგში, მინდა, მწვრთნელს მადლობა გადავუხადო. ბუსკეტსის მხარდამხარ ასპარეზობა მარტივია - ის ყველაფერს გიადვილებს. რთული კვირა გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფერი კარგად წარიმართა. ანსუ გოლით დაბრუნდა, ფანები კი მხარს გვიჭერდნენ... ეს შესანიშნავი იყო.

ერიკ გარსია:

ალბათ, შეგვეძლო, მატჩში ინტრიგა ადრევე მოგვეკლა, თუმცა, შედეგით კმაყოფილნი ვართ. ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ.
გულშემატკივრები ამ სანახაობას იმსახურებდნენ.

დღეს "ბარსამ" მემფის დეპაის, ლუკ დე იონგისა და ანსუ ფატის გოლების წყალობით იმარჯვა. ეს უკანასკნელი მოედანს 322-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 10-ნომრიანი მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 სექტემბერი 2021 22:27
    3
    წყალწაღებულ ლევანტესთან მოგებით მთლად ზეცაში არ აიჭრათ და გალაქტიკაში ნუ იფრენთ, თორემ იმ სიმაღლიდან მიწაზე დანარცხება უფრო მტკივნეული იქნება. ბენფიკა და ატლეტიკოსთან ვნახოთ რა ბიჭებიც ხართ.
    Culé [?]
    #5 26 სექტემბერი 2021 21:51
    1
    კაროჩე რა, გუნდში თაობათა ცვლისათვის მოიყვანეს ბულდოგი, უშედეგო სეზონები რომ მის უკრეატივობას დაბრალდეს
    სეზონის მერე წავა და ნამდვილ მწვრთნელს (იმედია ასეთს მოძებნის ლაპორტა) დახვდება ძირითად გუნდში დაწინაურებული და ასე თუ ისე, შეთამაშებული თინეიჯერები, ენერგიით დამუხტული და მოშიებულები

    თუ დაბრუნდა პეპი და მოაჯდა ლა მასიიდან დაწინაურებული ბიჭებს სასტავს, ლიგა დადო და მერე იბლატავა smiley
    ფანი [?]
    #4 26 სექტემბერი 2021 21:31
    1
    ციტატა: Bakero
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მაგარია ნიკო ატბორში და დაცვაშიც კარგი ყოფილაა ამას და გავის სულ უნდა მიეცეს დრო პედრი დეონგი ბუსი სულ უნდა იყვნენ როტაციაში რომ სტიმულიც უფრო მეტი ქონდეთ.გარსია დღეს ძალიან მაგარად იდგაა

    მაგ სიტყვის ( როტაცია !) მნიშვნელობა არ იცის ხისთავამ ! რატომ ? იმიტომ რომ ხისთავაა rage rage

    თან აი დღესაც ხომ ნახა რომ უპრობლემოდ შეუძლია შეცვალონ ამ ბავშვებმა თუნდაც ადვილ მეტოქესთან.გამოიყენე რა შე დალოცვილოო.
    Culé [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 21:21
    0
    ციტატა: rivaldo80
    ძალიან მაგარია ნიკო ატბორში და დაცვაშიც კარგი ყოფილაა ამას და გავის სულ უნდა მიეცეს დრო პედრი დეონგი ბუსი სულ უნდა იყვნენ როტაციაში რომ სტიმულიც უფრო მეტი ქონდეთ.გარსია დღეს ძალიან მაგარად იდგაა

    მაგ სიტყვის ( როტაცია !) მნიშვნელობა არ იცის ხისთავამ ! რატომ ? იმიტომ რომ ხისთავაა rage rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 21:21
    2
    და მაინც ეიფორიას ნუ მივეცემით, ასეთი მომენტების არ გამოყენება? არვიცი. ლეო ალბათ ჰეთტრიკს შეასრულებდა დღეს რო ყოფილიყო მოედანზე. მეკარესთან რო პირისპირ გადიხარ და გინდა თავზე გადაუგდო, ეგ ვარჯიშზე მინიმუმ ასჯერ უნდა გქონდეს გაკეთებული. და თუ იმედი არა გაქვს ქვემოთ დაარტყი მაქსიმალურად შორს მეკარისგან. ლეოს 80% გოლებისა ასე გაქონდა. არც ეს დეპაია მანცდამაინც დრიბლიორი, რაღაც აკლია, იმ ახალ დე იონგზე ვაბშე არაფერს არ ვიტყვი. ისიც გამიკვირდა რო არ დაიბნა ასეთ მშვენიერ გადაცემაზე და დაასრულა.
    ფანი [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 21:10
    4
    ძალიან მაგარია ნიკო ატბორში და დაცვაშიც კარგი ყოფილაა ამას და გავის სულ უნდა მიეცეს დრო პედრი დეონგი ბუსი სულ უნდა იყვნენ როტაციაში რომ სტიმულიც უფრო მეტი ქონდეთ.გარსია დღეს ძალიან მაგარად იდგაა