ბარსელონას სჯერა, რომ პედრი ბენფიკასთან მატჩში დაბრუნდება

ბარსელონას სჯერა, რომ პედრი ბენფიკასთან მატჩში დაბრუნდება

"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა, პედრიმ "ბაიერნთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც გუნდს ვერ ეხმარება.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსა" დარწმუნებულია, რომ გონსალესი 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ლისაბონის "ბენფიკასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, თუმცა, კლუბი გარისკვას არ აპირებს - ის, ექიმებისგან თამაშის ნებართვას მხოლოდ სრულად გამოჯანმრთელების შემთხვევაში მიიღებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ამჟამად კუნთის დაზიანება აწუხებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 15:01
    0
    აი ბენფიკა უზავს მაგას ისეთს რო ეგება ერთი თვით კიდევ დასასვენებელი გახდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 14:54
    0
    მე კიდე ამ ბიჭმა მინდა რო არ ითამაშოს მინიმუმ 1 თვე მაინც პედრიანად სამწუხაროდ 10 კაცით ვთამაშოთ ვერაფერს ვერ შვება ღირებულს არანაირი key პასი არანაირი დრიბლინგი მარტო უკან პასი ცოტას გაიქცევა და მორჩა..გავი ჯერჯერობით 1 თავით მაღლა დგას
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 14:54
    0
    საბავშვო ბაღიდან გამოქცეულს გავს. ცოტა ფიზიკურად ავარჯიშეთ კუნთის მასა მოიმატოს მარტო ენაგადმოგდებული მოედანზე სირბილი არ არის ფეხბურთი