ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

26 სექტემბერს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1972 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ალფონსო პერესი. 2000-2002 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 40 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

1983 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი თავდამსხმელი რიკარდო კუარეშმა. 2003/04 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 30 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

1987 წელი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ლუის არაგონესს, რომლის გუნდიც "ბილბაოსთან" 0-1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2000 ბურთი იყო, რომელიც "ბარსელონამ" ლა ლიგაში გაუშვა.

1993 წელი

"ბარსელონამ" ლა ლიგაში მე-1000 თამაში მოიგო. კატალონიელებმა "სარაგოსა" 4-1 დაამარცხეს.

2009 წელი

პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მწვრთნელის როლში 50-ე თამაში მოიგო. კატალონიელებმა "მალაგა" 2-0 დაამარცხეს, გოლები იბრაჰიმოვიჩმა და პიკემ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 13:33
    0
    პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მწვრთნელის როლში 50-ე თამაში მოიგო.
    როლი კარგი იყო. ანუ მსახიობობდა? რატომ როლში და არა თანამდებობაზე? ეს ლამაზი სიტყვების ძებნა აუცილებელია?