რეიმსი ოსკარ გარსიას მარტივად არ შეელევა

რეიმსი ოსკარ გარსიას მარტივად არ შეელევა

გუშინ, "ბარსელონას" მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში "რეიმსის" თავკაცის, ოსკარ გარსიას სახელმაც გაიჟღერა, თუმცა მისთვის კატალონიურ კლუბში მუშაობა მარტივი არ იქნება.

Mundo Deportivo ფრანგულ პრესაზე დაწყრდნობით იტყობინება, "რეიმსი" ესპანელ სპეციალისტს მარტივად არ შეელევა. 

გარსია "ლა მასიას" აღზრდილია, პროფესიონალურ დონეზე კი "ბარსელონაში" 1993-1999 წლებში თამაშობდა. ის "ბლაუგრანას" გაწვრთნაზე ყოველთვის ფიქრობდა, თუმცა, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ამჟამად ეს გაუჭირდება. 

48 წლის დამრიგებელი სხვადასხვა დროს თელ ავივის "მაქაბიში", "უოტფორდში", "ლაიფციგში", "ოლიმპიაკოსში", "სელტასა" და სხვა გუნდებში მუშაობდა. 

"ბარსელონა" რონალდ კუმანის შეცვლის მთავარ კანდიდატებად ჩავი ერნანდესსა და რობერტო მარტინესს განიხილავს. ბოლო ცნობების თანახმად, "მაესტრო" ფავორიტად ჩამოყალიბდა და ჟოან ლაპორტასგან ზარს ელოდება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 სექტემბერი 2021 13:47
    0
    რა თქმა უნდა არ შეელევა, 7 თამაშიდან 1 მოიგო და მე-15 ადგილზეა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 სექტემბერი 2021 13:44
    0
    კი მაგრამ ეს ვინ ჩაწერა კანდიდათთა სიაში. ვიღაც ფრანგულმა გაზეთმა?
    რას აიტაცებთ ხოლმე? იმისთვის რო ახალი "ნიუსი" შემოგვთავაზოთ. ახლა ჩავი მოვა და დაწერთ რომ ბარსამ გარსიას კანდიდატურა დაბლოკაო?
    Culé [?]
    #5 26 სექტემბერი 2021 11:22
    0
    ესენი სულ გამოსლევდნენ!!
    Culé [?]
    #4 26 სექტემბერი 2021 01:16
    1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 01:10
    2
    რეალის და ლივერპულის ფრე გამოვიცანი, ნეტა უცრო მეტი დამედო.
    Culé [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 00:53
    1
    ციტატა: MeMpiS..
    არ შეელევიანო😂😂..არმინდა თქვენი იყოს თქვენი......

    😂😂😂😂😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 00:51
    4
    არ შეელევიანო😂😂..არმინდა თქვენი იყოს თქვენი......