ლევანტე ბარსელონას დანაკლისით ხვდება

ლევანტე ბარსელონას დანაკლისით ხვდება

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა "ბარსელონასთან" ხვალინდელი მატჩის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ ვალენსიურ გუნდს "ბლაუგრანასთან" 6 ფეხბურთელი არ ეყოლება. ამის მიზეზი ტრავმებია.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ "ლევანტეს" "ბარსასთან" რობერტო სოლდადო, ენის ბარდი, ხოსე კამპანია და მიკაელ მალსა დააკლდებოდა, ახლა კი მათ რუბენ ვესუ და დანიელ კარდენასიც შეუერთდნენ.

ვესუ "ლევანტესთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. პორტუგალიელმა მცველმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6-დან 5 მატჩში ითამაშა და იგი ყველა მათგანში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება კარდენასს, ესპანელმა მეკარემ მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო.

"ბარსელონასა" და "ლევანტეს" თამაში ხვალ თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 გთავაზობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 სექტემბერი 2021 14:23
    0
    და ჩვენ რა ნაკლები ხალხი გვაკლია?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 00:54
    1
    ძალიან კაი
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 00:04
    0
    პაკოოო, არ ინერვიულოო, კუმანას გუნდის ნუ გეშინიაა
    ფანი [?]
    #1 25 სექტემბერი 2021 20:26
    2
    აუ რა სილქ სპორტ 1 ხო არ ღადაობთ რა
    --------------------
    Nb