გავი ლევანტესთანაც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს

გავი ლევანტესთანაც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს

მადრიდული AS ვარაუდობს, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი ზედიზედ მე-2 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

გავის ოფიციალური დებიუტი "ბარსელონაში" 29 აგვისტოს "ხეტაფესთან" გამართულ მატჩში შედგა, რის შემდეგაც კი, დაახლოებით 2 კვირაში, მან ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ პირველად ითამაშა. 17 წლის ტალანტი "კადისთან" შეხვედრაში სასტარტოში პირველად ვიხილეთ და სავარაუდოდ, იგი "ლევანტესთან" ხვალ გასამართ თამაშშიც ძირითადში იქნება.

რონალდ კუმანი გავიზე დიდ იმედებს ამყარებს. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრება, "ბარსას" ნათელ მომავალზე მიუთითებს. გავი ძალიან სწრაფად გაიზარდა. 17 წლის მოთამაშე პირველ გუნდში ისე მოხვდა, რომ მას, ფაქტობრივად, "ბარსა ბ-ში" თითქმის არ უთამაშია. გავის "ბარსელონაში" გამოჩენა გუნდისთვის ახალი სისხლი და გულშემატკივრებისთვის ნათელი მომავლის რწმენაა.

გავის "ლევანტეს" წინააღმდეგ სასტარტოში სავარაუდო თამაში იმითაცაა გამოწვეული, რომ "ბლაუგრანას", ფრენკი დე იონგისა და პედრის სახით, ნახევარდაცვაში დიდი დანაკლისი აქვს. დე იონგი დისკვალიფიცირებულია, პედრი კი კვლავ ტრავმირებულია და მისი დაბრუნება "ბენფიკასთან" იგეგმება.

AS-ის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ლევანტესთან" კატალონიური გუნდის ნახევარდაცვას სერჟიო ბუსკეტსი, სერჟი რობერტო და გავი დააკომპლექტებენ.

"ბარსელონასა" და "ლევანტეს" დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 წარმოგიდგენთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 25 სექტემბერი 2021 19:06
    0
    კოუტინიო კიდევ კალბასნოიში, დემბელესთან და უმთითისთან ერთად rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 სექტემბერი 2021 18:46
    0
    კაია რო ადრე იწყება, მაგრამ სილკ უნივერსალი არ აჩვენებს?
    Culé [?]
    #1 25 სექტემბერი 2021 17:22
    0
    კაია მაინც მიხარია რომ ბავშვები თამაშობენ
    --------------------
    ARTHUGS