ჩავი კუმანის შეცვლის ფავორიტ კანდიდატად ყალიბდება

ჩავი კუმანის შეცვლის ფავორიტ კანდიდატად ყალიბდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, რობერტო მარტინესისა და ჩავი ერნანდესის კანდიდატურებს შორის ფავორიტი "ბარსას" ლეგენდარული ნახევარმცველი გახდა. 

თავდაპირველად, ჟოან ლაპორტა უპირატესობას მარტინესს ანიჭებდა და მიიჩნევდა, რომ ჩავის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს, ახლა კი აპირებს, რომ გუნდი მას ჩააბაროს, თუ ამ გადაწყვეტილებას დირექტორთა საბჭოს წევრები სწორად ჩათვლიან. ამას კატალონიური Sport წერს. 

"ბარსას" ორივე კანდიდატთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და მათგან თანხმობა მიღებული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. 

რაც შეეხება ახალგაზრდული გუნდის ყოფილ მწვრთნელ ოსკარ გარსიას, რომელთან დაკავშირებითაც ფრანგულ პრესაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, კატალონიური გამოცემები ჯერჯერობით არ ახსენებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 25 სექტემბერი 2021 21:29
    0
    ციტატა: Norman Bates
    https://m.youtube.com/watch?v=gcH7pCcpj2I
    ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
    კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ

    მეც მაგას ვიძახი და დარწმუნებული ვარ ამათ, რომ ვეთამაშოთ, წავაგებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 25 სექტემბერი 2021 19:11
    1
    რომ წერთ ჩავის დრო უნდაო ვინც არ უნდა მოვიდეს ნებისმიერი იმას რა დიდი დრო არ დასჭირდება? smile smile (ამ გუნდით) რა პირობებზე თანხმდებიან ეგ არის მნიშვნელოვანი ! ეხლა თუ ლაპორტას შედეგი უნდა სასწრაფოდ მაშინ არაფერი არ გამოვა არც ჩავის და არც სხვას ! რამდენი ხანი მიზანმიმართულად აქცევდნენ კლუბს rage rage ეხლა 2 სეზონში შედეგს ვერავინ ვერ დადებს რამდენად შეძლებს 0 -დან გუნდის აწყობას ეგ კიდევ არავინ არ იცის ეგ რისკი კიდევ ნებისმიერ მწვრთნელთან არსებობს ვინც არ უნდა მოვიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 25 სექტემბერი 2021 15:07
    2
    სადაც კუმანს მე-2 სეზონი მიეცა, იქ ჩავის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ახალი გუნდი ააწყოს და შეათამაშოს
    ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით საქმე არ კეთდება barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 25 სექტემბერი 2021 14:35
    0
    მოიყვამეთ დროზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #16 25 სექტემბერი 2021 14:32
    3
    ჩავის უნდა ნდობა, დრო, პრესეზონი ვერ გაიარა გუნდთან, სანამ გაიცნობს მოთამაშეებს, სანამ იდეებს გადმოიტანს, დრო უნდა დიდი. ეს სეზონი მინიმუმ. და ფეთიანი ლაპორტა ვის რას აცლის, წარუმატებლობა ხო უნდა გადააბრალოს ვინმეს. აბა ხო არ იტყვის სლე ვარო. ნახევარი გუნდი გავუშვი და ვერავინ მოვიყვანეო. ჩავის კანდიდატურას ვემხრობი ოღონთ მინიმუმ 3 წლით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 25 სექტემბერი 2021 13:59
    2
    რა სიმბოლურია, რო კუმანმა თავის ბოლო თამაშებს ტრიბუნიდან უნდა უყუროს. ვერ მოესწრება ვითომ მოყვანა, თუ ისევ საბუთებში აერევათ ხელმოწერები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 25 სექტემბერი 2021 13:56
    1
    კუმან რა ალე ხარ
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #13 25 სექტემბერი 2021 13:55
    2
    ციტატა: ika9101
    https://m.youtube.com/watch?v=gcH7pCcpj2I

    ხავი ხანგრძლივი პროექტის გარეშე არ დათანხმდება გუნდში მოსვლას, ეს ლაპორტამაც კარგად იცის, მინიმუმ სამ წელს მოითხოვს.
    Culé [?]
    #12 25 სექტემბერი 2021 13:54
    2
    ხავი მწვრთნელად , პუი ასისტენტად , ინიესტა ლა მასიას დირექტორად ან მწვრთნელად , შემდეგ არჩევნებზე პიკე პრეზიდენტად და კარიერადასრულებული მესი ბარსელონას სიმბოლოდ რამე თანამდებობაზე . პერეს ინფარქტი გარანტირებული აქვს .
    Culé [?]
    #11 25 სექტემბერი 2021 13:37
    1
    ძალიან კარგი, მივესალმები ხავის მოსვლას ! ეს და შემდეგი სეზონი ალბათ დიდს ვერაფერს ვერ მიაღწევს შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ახალგაზრდა ბიჭებს სწორ გზაზე დააყენებს და ორ წელიწადში პედრი დეიონგი პუჩი სუპერ ტრიო იქნება და ზამენაზეც გავი და ნიკო სუპერ ტალანტების სახელით ისხდებიან. აი დემირის ნამდვილად არ მეიმედება, კაცს ვერ გაცდა ვერცერთხელ ამდენი შანსიდან. ძალიან უაზრობა ქნეს კონრად დე ლა ფუენტე რო გაუშვეს, ამ ხეიონგზე და დემირზე მეტს მაინც გააკეთებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 სექტემბერი 2021 12:58
    0
    ხავის მოსვლა ამ ეტაპზე არ გაამართლებს იმიტომ რომ ფეხბურთელები ცალკე აღებულიც დაბალი დონის გვყავს და უკეთეს შედეგს რომ ვერ დადებენ ამას ხავი შეეწირება. ჯობია 2 წელი განწირულები ვიყოთ ცუდი შედეგებისთვის და თუ დალაგდა გუნდი მერე მოვიდეს ხავი. არ მგონია ხავიმ გუნდი შეკრას და რაღაც სერიოზული რევოლუცია მოახდინოს მითუმეტეს დაწყებული სეზონიდან. ცოტა უცნაური მოსაზრებაა მაგრამ ასე ვფიქრობ.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #9 25 სექტემბერი 2021 12:55
    0
    ციტატა: Norman Bates
    https://m.youtube.com/watch?v=gcH7pCcpj2I
    ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
    კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ

    წესით ათამაშებს კიდეც , მარა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს რო დადებს შედეგს მაგ ტაქტიკით? სად ყატარის ჩემპიონატის დონე და დაცვის სიმჭიდროვე და სად ლა ლიგის ან თუნდაც ჩ.ლიგის.
    ახალბედა [?]
    #8 25 სექტემბერი 2021 12:54
    0
    მიდი მალე შე მართლა ჩემა მუხტი და ქარიზმააა ... ❤
    ფანი [?]
    #7 25 სექტემბერი 2021 12:51
    4
    https://m.youtube.com/watch?v=gcH7pCcpj2I
    ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
    კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ
    Culé [?]
    #6 25 სექტემბერი 2021 12:38
    3
    ციტატა: La Pulga10
    ოპა ოპა ეს,რომ მოვა სიხრულის ცრემლებით ვიტირებ.ჩავი და ასისტენტად ინიესტა,თუ არადა პუიოლიშე.მუხტი გარანტირებული იქნება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვექნება.

    ოო აი პუიოლი შეავსებდა ძაან მაგრა, ცოტა სისხლი აკლია ხავის, შორიდან ესე ჩანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 სექტემბერი 2021 12:23
    3
    აბა ლაპორტამ ახლა გააკეთოს სწორი არჩევანი და მოიყვანოს ჩავი.. ვინც ამბობთ რომ ეგრე ლამპარდმა და პირლომ ვერ გაამართლესო იმას ვიტყვო რომ ჩავი ფეხბურთელობისას იყო მაგათზე და სხვა ბევრ მწვრთნელაზე ჭკვიანი ყოველთვის განიხინავდა ტაქტიკებს გვარდიოლასთან და ნაკრებშიც შემადგენლობის დაყენებაშიც კი იღებდა მონაწილეობას.. მოკლედ ამან თუ გაამართლა გუარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 სექტემბერი 2021 12:18
    4
    ოპა ოპა ეს,რომ მოვა სიხრულის ცრემლებით ვიტირებ.ჩავი და ასისტენტად ინიესტა,თუ არადა პუიოლიშე.მუხტი გარანტირებული იქნება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვექნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 25 სექტემბერი 2021 12:07
    4
    საუკეთესო ვარიანტია ხავი
    ფანი [?]
    #2 25 სექტემბერი 2021 12:02
    5
    დროზე ქნას ამ გამოშტერებულმა ლაპორტამ რაღას ზლოზინობს
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 სექტემბერი 2021 11:52
    4
    Esec ase didi albatobit male mova xavindro