ოფიციალურად: ბარსელონა ბუსკეტსის ყვითელ ბარათს ხელახლა გაასაჩივრებს

ოფიციალურად: ბარსელონა ბუსკეტსის ყვითელ ბარათს ხელახლა გაასაჩივრებს

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ "კადისთან" მიღებული ბარათების გამო რონალდ კუმანი ორი, ფრენკი დე იონგი კი ერთი მატჩის გამოტოვებით დაისჯებიან. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტმა ასევე არ დააკმაყოფილა "ბარსელონას" მოთხოვნა სერჟიო ბუსკეტსის ყვითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.

"ბლაუგრანამ" ახლახან ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ კლუბი კაპიტნის ყვითელ ბარათს კიდევ ერთხელ გაასაჩივრებს, ხოლო კუმანისთვის დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირების შესახებ პოტენციურ საჩივარს განიხილავს. "ბარსას" სურს, ნიდერლანელმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა აღარ გამოტოვოს. რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, მისი სასჯელი უცვლელი დარჩება.

"კადისთან" მატჩში მსაჯმა დელ სერო გრანდემ რონალდ კუმანი მეოთხე არბიტრთან კამათის გამო გააძევა, დე იონგს მეორე ყვითელი ბარათი უხეშობისთვის უჩვენა, ბუსეტსი კი მოედანზე არსებული მეორე ბურთის მეტოქისკენ მიზანმიმართული დარტყმის გამო გააფრთხილა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 სექტემბერი 2021 14:14
    0
    მე უკვე ვწერდი, რომ დე იონგმა წითელი კი არა ორი ყვითელი მიიღო ეს კი ერთი მატჩის გამოტოვებას ითვალისწინებს და არა ორის როგორც აქ იწერებოდა.
    ახალბედა [?]
    #2 25 სექტემბერი 2021 10:06
    0
    ბუსკეთს ნამდვილად ეკუთნოდა ყვითელიი მაგრამ ფრენკის არაა სწორედ მაინც გაასაჩივრონ
    Culé [?]
    #1 25 სექტემბერი 2021 00:33
    1
    არაა გასასაჩივრებელი, ფრენკისა კი ბატონო barca-6