კაიზერისპორის პრეზიდენტი: დემირის მომავალი ტრანსფერიდან 20% გვერგება
გუშინ ფიციალურად დადასტურდა, რომ "კაიზერისპორის" აწ უკვე ყოფილი ტალანტი, ემრე დემირი "ბარსელონაში" იასპარეზებს. ტრანსფერის შესახებ თურქული კლუბის პრეზიდენტმა, ბერნა გიოზბაშიმ Diario AS-თან ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა. 47 წლის ბიზნესვუმენმა შეთანხმების დეტალებიც გაასაჯაროვა:
დემირის თაობაზე შემოთავაზება პრემიერ ლიგისა და სერია ა-ს კლუბებისგანაც მივიღეთ, თუმცა "ბარსას" მისი შეძენა ყველაზე მეტად სურდა, ისინი ემრეს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ტრანსფერი გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე დეტალი მოსაგვარებელი იყო, მაგალითად, უეფას ფინანსური რეგულაციები, ფეხბურთელის ასაკი... მოლაპარაკებები ექვსი თვე სწორედ ამიტომ გაგრძელდა. ვიმედოვნებ, დემირი "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწევს.
ემრეს შეუძლია, ახალ გუნდში ზამთარში ან ზაფხულში გადავიდეს - ეს "ბარსაზეა" დამოკიდებული. თუ ის იანვარში წავა, ჩვენ 2.5 მილიონ ევროს მივიღებთ, ზაფხულში წასვლის შემთხვევაში კი - 2.7 მილიონს. "კაიზერისპორს" დემრეს მომავალი ტრანსფერიდან 20% ერგება, ჩვენ გარკვეულ ბონუსებსაც მივიღებთ, რაც ჩატარებულ მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ჯამში, დახლოებით 3 მილიონ ევროს გამოვიმუშავებთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]