ბარსელონა ლუის დიასით ინტერესდება

ბარსელონა ლუის დიასით ინტერესდება

"ბარსელონა" "პორტუს" კოლუმბიელი თავდამსხმელის, ლუის დიასის შეძენით ინტერესდება - ამ ინფორმაციას ELNacional ავრცელებს.

კატალონიური გამოცემის ცნობით, "ბლაუგრანას" სჯერა, რომ 24 წლის ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება. საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ზე ის 25 მილიონადაა შეფასებული.

დიასმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო - "პორტუს" შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ 6 ტურში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. კოლუმბიელმა კარგად იასპარეზა კოპა ამერიკაზეც, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა და 4 შედეგიანი დარტყმით, ლიონელ მესისთან ერთად, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 სექტემბერი 2021 14:31
    2
    ალელუიაააა ძლივს მიაქციეს ამ ბიჭსაც ყურადღება ძაან მაგარია ნეტა მოიყვანონ ოლმოში 75 მილიონის გადაყრას გადაიხადონ ამაში 30 მილიონი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 25 სექტემბერი 2021 14:22
    2
    რეციდივისტს გავს. ალვესივით მებრძოლი იქნება ეტყობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 სექტემბერი 2021 14:15
    3
    კარგად ითამაშოს თორე სიფათს რა მნიშვნელობა აქვს ? ლამაზი ფეხბურტელი თუ გინდათ მოიყვანონაშინ ჯასტინ ბიბერი და ყველა კმაყოფილი იქნება smile

    ეგრე მესი ხო რას ლაპარაკობ თავისი ვიზუალით ვარსკვლავებს წყვიტავდაა ლ ეგ კიარა ვიქტორია სეკრეტში იწვევდნენ და უარი უთხრა laughing laughing laughing
    ფანი [?]
    #9 25 სექტემბერი 2021 03:46
    2
    joy სიფათი ვაი დედააააააა!
    გული შემიწუხდა ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 25 სექტემბერი 2021 00:59
    1
    არ ვიცი რისი მაქნისია, მაგრამ სიფათზე გეგონება ტრაქტორმა გადაუარაო.
    Culé [?]
    #7 25 სექტემბერი 2021 00:38
    2
    ციტატა: CuleTillIDie
    ეს თუ 24 წლისაა მაშინ მე ბარაკ ობამა ვარ

    კოპას ვინც უყურებდა, მაშინ ამაზე ექნება წარმოდგენა
    თუმცა ისეთ დროს გადიოდა, რომ ძნელი იყო ღამის 4-5 საატზე ჩაჯდომოდა ადამიანი
    ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა, პორტუშიც მშვენივრად გამოიყურება
    30 დიდი თანხა არაა, 24 წლისაა და უტვინობისაც არაფერი ეტყობა (ერთი მისი თანატოლი მარცხენა ვინგერისგან განსხვავებით)
    Culé [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 23:22
    1
    ჰო ძვირია
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 22:55
    0
    მარჯვნივ ისევ რობერტოს აყენებენ ?
    ფანი [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 22:54
    1
    ეს თუ 24 წლისაა მაშინ მე ბარაკ ობამა ვარ
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 22:50
    3
    აი ეს ხო 30 ღირს.. წავლენ და 75 მილიონად ოლმოს მოიყვანენ
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 22:14
    4
    უმაგრესი ბიჭია <3
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 22:13
    3
    კოპაზე ძალიან მაგრად ითამაშა, ტიპი იმენა მებრძოლია
    მარცხენა ვინგერად მოიაზრებენ ალბათ, ამ შემთხვევაში ანსუ 9-იანზე უნდა დადგეს