ლევანტესთან ფატის დაბრუნება შესაძლებელია, პედრის - თითქმის გამორიცხული | AS

ლევანტესთან ფატის დაბრუნება შესაძლებელია, პედრის - თითქმის გამორიცხული | AS

Diario AS "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტების, ანსუ ფატისა და პედრის შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალ ინფორმაციას გვთავაზობს.

რონალდ კუმანმა უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ფატი "ლევანტესთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს, თუმცა მან არც ის გამორიცხა, რომ 18 წლის ფეხბურთელის დაბრუნება რამდენიმე დღით გადაიდოს და ის მოედანზე "ბენფიკას" წინააღმდეგ ვიხილოთ. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა შემტევს თამაშის უფლება მისცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფატის დაბრუნება ნაჩქარევი არ იქნება - თუ ის "ლევანტეს" წინააღმდეგ დაბრუნდება, მოედანზე 20 წუთზე მეტს არ გაატარებს.

რაც შეეხება პედრის, კვირას მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია - გონსალესს ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, შეხვედრა კი 2 დღეშია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ხვალ დილით მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს. ფრენკი დე იონგის დისკვალიფიკაციის პირობებში, მისი გამოჯანმრთელება ძალიან მნიშვნელოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, "ბენფიკასთან" მატჩისთვის მზად იყოს.

ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, "ბარსელონას" ლაზარეთში ჟორდი ალბა, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, მარტინ ბრეითუეიტი და ალეხანდრო ბალდე რჩებიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 სექტემბერი 2021 14:25
    0
    ბენფიკამდე ჯობია ლევანტესთან დააყენონ ცოტა ხნით, ბენფიკა ვირების გუნდია და ეს ახლად მორჩენილი ბავშვი არ გადაგვითელონ.
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 23:23
    2
    ფატი კაი ბიჭია თუმცა არ მჯერა მისი მომავლის
    --------------------
    ARTHUGS
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 22:03
    2
    ნიკო რიკი გავი და კოუ წესით ჩაანაცვლებენ რამენაირად 1 თამაში ფრენკის
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 21:48
    2
    აჰა, კუმანმა მე-2 მატჩი ვერ მოიგო და ისევ მწვრთნელია, თუკი ამასაც გააგორებს, მაშინ?!
    პედრი არ ვიცი რაიმეს შეცვლის თუ არა მოედანზე რომ იყოს, თუმცა სხვა მწვრთელებისგანაც ექნება ნდობა
    ენრიკე არაა სულელი, ძირითადში რომ ყავდა სულ