ოსკარ გარსია - ბარსელონას მწვრთნლობის ახალი კანდიდატი

ოსკარ გარსია - ბარსელონას მწვრთნლობის ახალი კანდიდატი

რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია - დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელ სპეციალისტს შესაფერისი კანდიდატის პოვნისთანავე გაათავისუფლებს. 

აქამდე პრესა ორ კანდიდატზე წერდა: საუბარია ჩავი ერნანდესზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, "ბარსას" ჩასაბარებლად ემზადება და ბელგიის ნაკრების ხელმძღვანელ რობერტო მარტინესზე. 

რამდენიმე წუთის წინ კი ფრანგულმა RMC Sport-მა ახალი კანდიდატი დაასახელა. ეს არის ოსკარ გარსია, ლიგა 1-ის "რეიმსის" მწვრთნელი. 

გარსია "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელია. ის "ლა მასიას" აღზრდილია, პირველ გუნდში 1993-99 წლებში თამაშობდა და სამწვრთნელო კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. 2009-12 წლებში ოსკარი 19-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ის თელ ავივის "მაკაბიში", "ზალცბურგში", "სელტასა" და სხვა კლუბებში მუშაობდა. 

48 წლის სპეციალისტი იორდი კრუიფთან დაახლოებული პირია და კუმანის სავარაუდო შემცვლელთა შორის მისი სახელის გაჟღერება ალბათ სწორედ ამას უკავშირდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 25 სექტემბერი 2021 18:50
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    რა ყველგან კრუიფის საძმოა.. wink joy
    ამას უეჭველი ვიღაც ჰყავს ჯიშში ქართველი! :დდდ

    კიი თან ეს სუხიშვილებში იყო ახალგაზრდობაში მერე გადავიდა ფეხბურთზე joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 25 სექტემბერი 2021 14:31
    0
    სად მოთხარეს ან ფრანგულმა RMC Sport-მა საიდან დაასკვნა, ამდენი წინასწარმეტყველია სპორტში გაგიჟდება კაცი.
    ფანი [?]
    #10 24 სექტემბერი 2021 23:39
    10
    რა ყველგან კრუიფის საძმოა.. wink joy
    ამას უეჭველი ვიღაც ჰყავს ჯიშში ქართველი! :დდდ
    Culé [?]
    #9 24 სექტემბერი 2021 23:04
    2
    კარგით რა,რითი ჯობია ეს ჩავის.რა რეიმსი რის რეიმსი ჭორია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #8 24 სექტემბერი 2021 22:16
    3
    აუ ამ ჩინურმა კრუიფმა , ჯერ არ მოსულა და უკვე ტვინი მო....ნა ! მიაყენე რა ერთი ადგილი , იპოვეს მორიგი " შეპყრობილი " . ეგეც მაგარი ბოღმა ტიპი ჩანს , თვითონ ვერაფერი ითამაშა ბარსელონაში და ალბათ მამამისი ჩავით უფრო იყო აღფრთოვანებული , ვიდრე საკუთარი შვილით . არ წაიღეს ტვინი ამ ეგოცენტრიკებმაა !!! მოიყვანეთ ჩავიი !!!
    Culé [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 22:16
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    მოკლედ კრუიფთან ვისაც რამე კავში ქონია ყველა უნდა მოვიყვანოთ და დავასაქმოთ გუნდში?
    მგონი ლაპორტა ძაანაა შებყრობილი კრუიფით

    ყველაფერი ახლობლობით და ჩაწყობითაა როა ახალი ამბავი არავისთვის არ არის.
    ფანი [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 22:10
    3
    მოკლედ კრუიფთან ვისაც რამე კავში ქონია ყველა უნდა მოვიყვანოთ და დავასაქმოთ გუნდში?
    მგონი ლაპორტა ძაანაა შებყრობილი კრუიფით
    Culé [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 22:06
    1
    კრუიფის ახლობლობით ხდება მწვრთნელების შერჩევა?მარტინესი კრუიფის შვილის ნათლია ყოფილა და პირიქით,ესაა და თურმე მასთან არის დაახლოებული.
    Culé [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 21:51
    1
    https://youtu.be/2FoGofm8nGE
    ბარსას კადრია, ეს ვიდეო მაგისი გოლით იწყება ბაიერნთან, უეფაზე გაუტანა, 2:2 მორჩა ის თამაში
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 21:34
    6
    ათას გუნდზე გადამხტრები ჩვენი კუმანიც გვეყოფა, ასე რო ჩავი ჰამოიყვანე ლაპორტ!!!
    Culé [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 21:29
    5
    მახსოვს, ძმები იყვნენ ეს და როხერი
    ვან გაალმა გაუშვა ორივენი, გალანძიელებს შეეწირა ლა მასიელი ახალაგზრდობა
    არ ყავდა ვანგას ცუდი გუნდი, მაგრამ გადაჯეჯგა ჰოლანდიელებით
    ფანი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 21:21
    5
    ოსკარ გარსია არა კიდე ერიკ გარსია რა დეგენერატი კანდიდატები ყავთ
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი