კარლო ანჩელოტი: არ მიხარია, როცა ბარსელონას საქმე კარგად არ მისდის

კარლო ანჩელოტი: არ მიხარია, როცა ბარსელონას საქმე კარგად არ მისდის

"ბარსელონას" არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს, რომელთა გათვალისწინებითაც კატალონიური გუნდი 5 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა. 

ანჩელოტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" მისი გუნდის მთავარი კონკურენტია, რონალდ კუმანის შეგირდების ბოლოდროინდელი წარუმატებლობით გახარებული არ არის. 

"ბარსელონას" თამაშებს ვუყურებ. ზოგადად, სხვა გუნდებს თვალს ვადევნებ. არ მიხარია ის, რომ მათ საქმე კარგად არ მისდით. 

- ამბობს იტალიელი სპეციალისტი. 

"რეალს" საწყის 6 მატჩში 5 მოგება და 1 ფრე აქვს. ამ შედეგთან ყველაზე ახლოს "ატლეტიკოა", რომელიც მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 სექტემბერი 2021 14:33
    1
    მეტი შენ რა გითხარი, მგონი სიხარულით აღარ იცის რა ქნას, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.
    Culé [?]
    #5 25 სექტემბერი 2021 12:07
    1
    ღამე არ ძინავს ბარსელონაზე ნერვიულობით და განცდებისგან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 სექტემბერი 2021 00:48
    2
    ციტატა: JustBarcaLover
    თან ხითხითებს ისე ამბობს ეს შობელძაღლი

    სურათის მიხედვით დაასკვენი?
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 22:25
    11
    ციტატა: JustBarcaLover
    თან ხითხითებს ისე ამბობს ეს შობელძაღლი
    არამგონია , ერთერთი იმ მწვრთნელთაგანია , რომელსაც ღირსება და მეტოქის პატივისცემა არასოდეს არ ეშლება . თანამედროვეობის ერთერთი მაგარი მწვრთნელი , ვისგანაც ბევრს შეუძლია ისწვალოს დაცვიდან თამაში . მწვრთნელი , რომელიც ნებისმიერ სქემასა და ჩემპიონატის იდენტობას გაუმკლავდა წარმატებით . თუმცა მიხედავად ამ ყველაფრისა , 24 ში იმედია გამოკუმანდებაა !
    ფანი [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 21:32
    2
    თან ხითხითებს ისე ამბობს ეს შობელძაღლი
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 20:58
    21
    რა დღეში ვართ... ამათაც ვეცოდებით