ის შოთა არველაძემ Youtube-ზე აღმოაჩინა | 10 ფაქტი ბარსელონას ახალწვეულზე

ის შოთა არველაძემ Youtube-ზე აღმოაჩინა | 10 ფაქტი ბარსელონას ახალწვეულზე

ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბმა "კაიზერისპორიდან" 17 წლის ტალანტი, ემრე დემირი გაიფორმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

"ბლაუგრანას" ოფიციალური საიტი ემრეს შესახებ საინტერესო ფაქტებს გვთავაზობს, სადაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძეა მოხსეინებული.

1. ემრე დემირი 2004 წლის 15 იანვარს, თურქეთის სამხრეთ ნაწილში დაიბადა.

2. მან ფეხბურთის თამაში "მერსინ კუვაი მილიეში", 6 წლის ასაკში დაიწყო.

3. დემირი "კაიზერისპორის" ყოფილმა თავკაცმა, შოთა არველაძემ აღმოაჩინა. ცნობილი ქართველი შემტევი "აიაქსში", "რეინჯერსში", "ლევანტესა" და "ტრაბზონსპორში" თამაშობდა.

4. თურქეთის სუპერ ლიგაში ემრე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა - სადებიუტო გოლისას ის 15 წლის, 9 თვის და 25 დღის იყო.

5. ახალგაზრდა ტალანტის კუმირები იუსუფ იაზიჯი და ალექს დე სოუზა არიან. 

6. 2017 წელს მან "ლა მასიას" აკადემიაში შემოწმება გაიარა.

7. დემირი თურქეთში რიგით მესმე ყველაზე გავრცელებული გვარია, ილმაზისა და კაიას შემდეგ. ქვეყნის მასშტაბით 1,105,381 დემირი არსებობს.

8. ის, რუშთუ რეჩბერისა და არდა თურანის შემდეგ, მესამე თურქი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონაში" ითამაშებს.

9. მისი უმცროსი ძმა პროფესიონალი ფეხბურთელია, ასევე, მისი მამა სამოყვარულო ჩემპიონატებში მეკარის პოზიციაზე თამაშობდა.

10. დემირი კაიზერიში დაიბადა, ეს ქალაქი კი თურქეთის მასშტაბით, ყველაზე სახელგანთქმული კულინარიული ადგილია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 სექტემბერი 2021 14:44
    0
    ის, რუშთუ რეჩბერისა და არდა თურანის შემდეგ, მესამე თურქი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონაში" ითამაშებს.
    იმედია იმ უვარგისებს არ დაემსგავსება და ნორმალურად ათამაშდება.
    Culé [?]
    #2 25 სექტემბერი 2021 02:04
    1
    მისი უმცროსი ძმა პროფესიონალი ფეხბუღტელია?! რამდენი წლის ძმა ყავს, რომ პროფესიონალია?! barca-6
    ფანი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 21:34
    2
    იმედია იუსუფ ბატონივით არ იწნება ესეც...
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი