Goal: ბარსელონა რობერტო მარტინესს დაუკავშირდა

Goal: ბარსელონა რობერტო მარტინესს დაუკავშირდა

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესსა, და "ბარსელონას" შორის პირველი კონტაქტი შედგა, იტყობინება Goal.

ცნობის თანახმად, კონტაქტს მოლაპარაკებების ფორმა არ ჰქონია. მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, "ბარსელონაში" მუშაობას დათანხმდეს, თუმცა იგი ნაკრებს ოქტომბერში გასამართი ერთა ლიგის მატჩების დასრულებამდე (10 ოქტომბერი) არ დატოვებს. ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხის ოდენობა 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანელი რონალდ კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ბარსელონამ" გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კლუბს კონტაქტი სხვა სპეციალისტებთანაც ჰქონდა.

მარტინესი ლაპორტას ფავორიტია და მასთან თანამშრომლობას იგი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც განიხილავდა. ასევე, მარტინესს კარგი ურთიერთობა აქვს "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში მყოფ რამდენიმე პირთან, მათ შორის ჟორდი კრუიფთან. იგი კრუიფის შვილის ნათლიაა და პირიქით - კრუიფი მარტინესის შვილის.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo, რომელიც წერს, რომ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატია ჩავი ერნანდესია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #18 24 სექტემბერი 2021 22:34
    2
    ციტატა: Nina
    არ უნდა ლაპორტას წავიდეს პრეზიდენტობიდან?უკვე ამტკიცებს რომ ბართომეუზე უკეთესი არაფრით არაა თუ უარესი არ არის კიდევ.

    smiley მე უკვე დავწერე და კიდევ დავწერ: გული მიგრძნობს, რომ ვადამდელი არჩევნები მალე იქნება და ფონტი-ხავი მოვლენ! :დდდ

    ციტატა: Clever liar
    რაიქნება არ ვიცი, მარა გასაშვები ტრენერი რო მოყავთ ვიცი

    laughing კიი, აეროპორტში ეგრევე "აბრატნი" ბილეთს დაახვედრებენ ფანები..
    joy joy joy
    გულშემატკივარი [?]
    #17 24 სექტემბერი 2021 21:17
    0
    განა ასე მარტივია ტოპ მწრთვნელის მოსვლა ახლა? ფაქტია არავინ მოვა ნორმალური
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 24 სექტემბერი 2021 18:46
    1
    მოაშორეთ ეს აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 24 სექტემბერი 2021 18:43
    1
    ეს არ მომითრიონ აქ თორე გული დამარტყავს..თხა ვიყიდე თხა გავყიდეს პონტი იქნება თუ მოიყვანენ ამას
    Culé [?]
    #14 24 სექტემბერი 2021 17:28
    2
    არ უნდა ლაპორტას წავიდეს პრეზიდენტობიდან?უკვე ამტკიცებს რომ ბართომეუზე უკეთესი არაფრით არაა თუ უარესი არ არის კიდევ.
    Culé [?]
    #13 24 სექტემბერი 2021 16:51
    4
    რაიქნება არ ვიცი, მარა გასაშვები ტრენერი რო მოყავთ ვიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 24 სექტემბერი 2021 16:23
    2
    აჰა, ნათელმირონი და კატალონიური ჯიგრული პონტები smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 24 სექტემბერი 2021 15:34
    1
    ძალიან ჩახლართული სიტუაციაა. დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
    ფანი [?]
    #10 24 სექტემბერი 2021 15:31
    1
    აი რატო პროსტა რატო არ მესმის ამას რამე დაუმტკიცებია ან ამის კაი მწვრთნელობაზე ლაპარაკი რატოა საერთოდ. კაროჩე აზრი არ აქვს რა ლაპორტამ თუ ესეთი სოკო ვინმე მოიყვანა მართლა უარესად დაღუპავს გუნდს
    ფანი [?]
    #9 24 სექტემბერი 2021 15:22
    1
    არააა!
    ეს იგივეა რაც კუმანი! აზრი მითხარით!!!
    Culé [?]
    #8 24 სექტემბერი 2021 15:16
    0
    ესეც მორიგი მკუანა მშიშარა ტრენერია რატო გადეკიდნენ ამას გაუგებარია
    გულშემატკივარი [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 15:12
    0
    ბრაზილიასთან გაუვარდა მერე საფრანგეთს ვერაფერი მოუხერხა ევროზეც ეგრე მოხდა პორტუგალიასთან გაუვარდათ და მერე იტალისთან ვერაფერი ქნა

    მეორე კუმანი იქნება ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 14:57
    3
    ჩავის პროფესიონალიზმში რომ ეპარება ეჭი ლაპორტას,მარტინესმა რა დაამტკიცა რო?უძლიერესი ნაკრები ჰყავდა და ჰყავს,მაგრამ ვერაფერი ქნა.შეეშვით ნათლიობას და ბიძაშვილ-მამიდაშვილობას და მოიყვანეთ ჩავი თქვენი დედბის ცენზურაში უნდა გავატარო მთელი წელი მაინცდამაინც?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 14:57
    3
    პირველი და მთავარი პრობლემა ბართომეუდან მოდის! რათომ? ჯერ ვალვერდე, შემდეგ ფერმერი კიკე, ახლა არაფრის მთქმელი კუმანი! ახლა კიდევ მარტინესიი?
    ამ პერიოდში არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა და ა.შ ამიტომაცა კლუბის ფსიქოლოგია და თამაშის ფილოსოფიაც დაშლილი და ეს ასახულია საგრძნობლად და მეტასტაზებივით გადასულია მოთამაშეებზეც.
    გამოსავალი? ღირსეული მწვრთნელი, რომელიც ამ ყველაფერს განკურნავს, ეს დამიჯერეთ: თუ მოხდება ისევ დაბრუნდეს გვარდიოლაან ლუის ენრიკე, რაც შეიძლება ზღაპარიც იყოს, მარა არცაა გამორიცხული, მოვლენები რადიკალურად შეიცვალოს. ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია ხავი! ხავი და სხვა არავინ! ხავი ბევრად პროდუქტიულია და რეალურია!!!😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 14:50
    6
    ნათლიობამ და ნეპოტიზმმა დააქცია ეს გუნდი და გეყოთ რა.
    ჩავი მოიყვანე შე სახედარო.
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 14:49
    3
    ციტატა: basa7
    რად უნდათ ეს მარტინესი ვერ ხვდები ისე მართლა, ან თვითონ რად უნდა ბარსა, ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდში ვერაფერს შვება და ბარსაში რას იზამს

    კუმანზე უარესი იქნება დაჟე, იმედია არ მოეთრევა.
    Culé [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 14:46
    2
    რად უნდათ ეს მარტინესი ვერ ხვდები ისე მართლა, ან თვითონ რად უნდა ბარსა, ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდში ვერაფერს შვება და ბარსაში რას იზამს
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 14:24
    2
    მოაშორეთ ეს აქედან რა ხავი მოიყვანონ ახლა კიდე ექსპერიმენტების დრო არაა ვიღაც როჟებთან ერთად ხავი მოვა და მაგან უნდა დაიწყოს გუნდის შენება