ბარსელონა დე იონგის წითელსა და ბუსკეტსის ყვითელ ბარათებს გაასაჩივრებს

ბარსელონა დე იონგის წითელსა და ბუსკეტსის ყვითელ ბარათებს გაასაჩივრებს

"ბარსელონას" მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, კლუბი გუშინ, სერხიო ბუსკეტსისთვის ნაჩვენებ ყვითელ ბარათსა და ფრენკი დე იონგის გაძევებას გაასაჩივრებს.

"ბარსელონა" საჩივარს საშეჯიბრო კომიტეტში წარადგენს. "კადისთან" შეხვედრას კარლოს დელ სერო გრანდე სჯიდა.

მატჩის ოქმში დელ სერო გრანდეს ნიდერლანდელისთვის ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათი შემდეგნაირად აქვს შეფასებული: "სათამაშო ეპიზოდში ოპონენტის დაუდევარი მოქმედებით წაქცევა".

ბუსკეტსმა გაფრთხილება 96-ე წუთზე მიიღო. ოქმში ამის შესახებ წერია: "მოედანზე არსებული მეორე ბურთის ოპონენტის მიმართულებით დარტყმა, რომელიც ფლობდა ბურთს, და შედეგად თამაშის პროცესისთვის ხელის შეშლა".

ამ ეპიზოდს რონალდ კუმანის გაძევებაც მოჰყვა. "ლევანტესთან" შეხვედრას, რომელიც შესაძლოა ნიდერლანდელისთვის "ბარსელონაში" უკანასკნელი აღმოჩნდეს, კუმანი თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 18:45
    0
    კიი ეგრევე დაუკმაყოფილებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 15:36
    0
    ვიცით ჩვენ როგორ მთავრდება ხოლმე ეგ საჩივრები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 15:03
    1
    ფრენკი არც ერთ ყვითელს არ იმსახურებდა დებილ მსაჯს რომ თავის დროზე დაედო ჯარიმა პირველ ყვითელს არ მიიღებდა, მეორე ყვითელზე კი ჯარიმასაერთოდ არ იყო, არც უხეში და სახიფათო ვარდნა არ იყო, ბუსკეცის ყვითელს რაც შეეხება ორი ბურთი როცაა მოედანზე მსაჯმა უნდა გააჩერეოს თამაში როგორც წესი მარგამ ლალიგაში ისეთი შლენგლე მსაჯებია რომ რავი... კუმანს რაც არ უნდა ვერ ვიტანდე ეგეც უსამართლოდ დასაჯეს.🤬🤬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 14:47
    0
    ბუსი იმსახურებდა, ფრენკი არა. გუშინ დავწერე, რომ გაასაჩივრებენ ალბათ, მაგრამ არ დააკმაყოფილებენ, როგორც წესი.
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 14:12
    1
    რომელი, პერესის სასამართლოში?
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 14:11
    0
    აი დე იონგს ან პირველი ბარათი რატო მისცა და მეორე ხო საერთოდ არ ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა გასასაჩივრებელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 14:08
    0
    ბუსს ეკუთვნოდა, მაგრამ ფრენკს არც ერთი ბარათი არ ეკუთვნოდა და დიდი უსამართლობა იყო ეგ
    თუმცა ეს არ ამართლებს გუნდის უსახურ და უსუსურ თამაშს