რონალდ არაუხოს საოცარი სტატისტიკა ლა ლიგაში

რონალდ არაუხოს საოცარი სტატისტიკა ლა ლიგაში

"ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს, მოტყუებას ლა ლიგაში ვერავინ ახერხებს.

არაუხოს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი 2019 წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა. მას შემდეგ, SofaScore-ის სტატისტიკის მიხედვით, მოედანზე გატარებული 2 092 წუთის განმავლობაში (34 თამაში) მისი მოტყუება ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. ასეთი შედეგი ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში სხვა არცერთ მოთამაშეს არ აქვს (რა თქმა უნდა, მეკარეების გარდა). ასევე, ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს, მინიმუმ, 5-ჯერ მაინც გასცდნენ.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" დაცვაში თამაში ძალიან უჭირს. მიმდინარე სეზონში, "კადისთან" მატჩი იყო პირველი, რომელშიც რონალდ კუმანის გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 18:45
    3
    ცხოველია ცხოველიიიი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 16:44
    4
    ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ გუნდში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 14:44
    2
    ვეთანხმები იმ აზრს, რომ ვან დაიკი კარგი მცველია, მაგრამ არა გაუვალი, როგორც ბევრს მიაჩნია. ამას წინათ ვნახე, სონი რომაა კორეელი, იმან ისეთ აჭამა და მერე გოლიც გაუტანა, რომ მე შემრცხვა. ტიპმა ბოატენგი გაუკეთა. 😆
    გულშემატკივარი [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 13:43
    0
    კოპაზე გადაერთონ მთელი ძალებით ლა ლიგა და ჩ.ლიგაზე გუნდი შერცხვენის მეტს ვერაფერს გააკეთებს. ბოლო წლებში რაცარუნდა ცუდად ეთამაშა გუნდს სახლში როცა თამაშობდა ყოველთვის იმედი გქონდა მოგების და ეხლა სახლშიც ვერ უგებენ გრანადას და ბაიერნმა და ეგეთი გუნდები რასაც გვიზამენ ყველამ კარგად ვიცით. გუნდში 60% არის ჩემი აზრით მწვრთნელი ხო ხედავ ტიპმა ვერაფერი ვერ გააკეთა გაუშვი რა მიეცი ის 14 მილიონი როგორ გასაჭირშიც არუნდა იყო მიეცი რო მოიყვანო ისეთი მწვრთნელი ვინც რამეს იზავს. არც ხავი მგონია კარგი კანდიდატურა უბრალოდ იმიტორო გამოცდილება არ აქვს და ეხლა ვინც ბარსას ჩაიბარებს უბრალოდ ძაან წნეხის ქვეშ იქნება და არარის მარტივი მაგას გაუძლოს ამიტომ ძალიან გამოცდილი გვინდა და მგელი კბილებით რო იბრძვის გამარჯვებისთვის. გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დააბნუნ. კლოპი მომწონდა სულ და მგონია ბარსაში რო მოვიდეს ძაან მაგრად მოხოდავს მარა ზოგადად ბარსას წესიერი კანდიდატი შეერჩიოს მე არ მახსოვს. ყოველთვის ექსპერიმენტს ატარებენ და მაქედან რამოდენიმეს გაუმართლებია
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 13:41
    0
    ციტატა: Norman Bates
    მინგესა უნდა იდგეს ამის გვერდით და არა ჩმორი გარსია ბურთს უკანალს რო უშვერს

    ხო ეგ გარსია ვერ არის ცოტა ჯანებში აშკარად ეტყობა
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 13:35
    3
    სამაგიეროდ ბარსას ფეხბურთელებიც ვერავის ატყუებენ. ესე იგი ერთი ცდა რო ცენტრიდან ვინმე შეჭრილიყო საჯარიმოში ფინტით ან დრიბლინგით არ გასულა. ერთი-ერთზე ცენტრშიც კი ვერ ატყუებენ კადისის ფეხბურთელებს. ესენი ბაიერნის დაცვას გაარღვევენ? მესი უშლით კიდევ ხელს? თუ ჯერ ვერ გაიგეს რო აღარა ყავთ მესი და თავისი თავი იმედზე უნდა იყვნენ.
    მოკლედ ახალი ერის მშენებლობა ბარსაში მაგარ ტემპში მიმდინარეობს.
    ლაპორტა გააგდე დროზე კუმანი, თორემ გავარდებით ლა ლიგიდან სეგუნდაში.
    ფანი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 13:33
    2
    მინგესა უნდა იდგეს ამის გვერდით და არა ჩმორი გარსია ბურთს უკანალს რო უშვერს