MD: ალ სადი ჩავის წასვლას ხელს არ შეუშლის

MD: ალ სადი ჩავის წასვლას ხელს არ შეუშლის

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის დანიშვნის შანსები იზრდება.

ესპანელს "ალ სადთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მასში, წინა კონტრაქტისგან განსხვავებით, "ბარსას პუნქტი" გათვალისწინებული აღარ არის. "ბარსას პუნქტის" მიხედვით, ჩავის კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ იგი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუხედავად ამისა, ჩავის გარემოცვა მიიჩნევს, რომ ყატარული კლუბი მის "ბარსელონაში" წასვლას ხელს არ შეუშლის, რადგან მხარეებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვალისწინებს გამოსასყიდ თანხასაც, რომლის ოდენობაც უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი დიდი ოდენობის არ უნდა იყოს.

ჯერჯერობით, მას "ბლაუგრანადან" არავინ დაკავშირებია, თუმცა იგი, რობერტო მარტინესთან ერთად, რონალდ კუმანის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 24 სექტემბერი 2021 18:44
    0
    ხოდა მოეთროს ესეც რაღას ტორმუზობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #14 24 სექტემბერი 2021 15:37
    0
    ციტატა: datio
    ჩავი მოვა 99% და დაიწყებს გუნდის დალაგებას და თამაშის გამოსწორებას, მაგრამ შეიძლება საერთოდ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დავრჩეთ მომდევნო სეზონში - ლამაზი თამაში ამ შემადგენლობით (თუნდაც ბავშვებით) დიდ რისკს შეიცავს
    არავითარი განსაზღვრული შედეგის მოთხონა ჩავის შემთხვევაში არ შეიძლება . უნდა მიეცეს საკუთარი
    იდეების განხორციელების საშუალება , ყველანაირი ისტერიკების გარეშე და ერთ თვეში გამოჩნდება გუნდი საით მიყავს . რაც ჩეეხება ჩემპიონთა ლიგას , ისედაც ხუთი წელია არაფერი მნიშვნელოვანი არ გაგვიკეთებია . უნდა თავიდან დაიწყოს გუნდის შენება , სანამ საფუძველი არ ჩაიყრება , მანამდე ამ დღეში ვიქნებით სულ .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 24 სექტემბერი 2021 14:23
    1
    დამაწყდა ნერვები. ერთ ზარი უნდა ლაპორტა შენი დდდ...
    ზოგიერთები, რომ ზერელედ წერთ ვინმე გამოცდილი მწვრთნელი ჯობიაო, კი ბატონო, მაგრამ დაადეთ აბა ხელი, რომელია ის გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც ცალია და ახლა ბარსაში მოვა და მერე გაამართლებს კიდევ. ამ მომენტისათვის ჩავიზე უკეთესს ვერავის ვერ ვხედავ. თუ ვალვერდეს და ჩობან კიკეს დაუთმეს დრო, რატომ არ შეიძლება ჩავისაც მივცეთ?! ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ჩავია ჯადოქარი და უცებ ტიტულებს ვერ დაყრის, მაგრამ ყველა ნახავს საით წავა გუნდი, წინ თუ უკან. ამის ხელში 1 მეტრითაც ვერ წავა წინ, ამაში დარწმუნებული იყავით.
    ფანი [?]
    #12 24 სექტემბერი 2021 14:22
    0
    ციტატა: Impala
    ჩავის მოყვანა ისევ ექსპერიმენტს ნიშნავს, რადგან მისი რეალური ძალა არავინ იცის. მხოლოდ ინტუიციით აფასებთ, რომ კარგი მწვრთნელი იქნება, რადგან ფეხბურთელობისას მაღალი სათამაშო ინტელექტით გამოირჩეოდა, კარგი მოედნის ხედვა ჰქონდა და ა.შ.
    მესმის, რომ ექსპერიმენტები ზოგჯერ ამართლებს, თუმცა უფრო ხშირად ვერ.
    ასე რომ, ჩემი აზრით, ახლა ექსპერიმენტებს ჯობია ვინმე გამოცდილი მწვრთნელი მოიყვანონ, ვისაც რთულ სიტუაციასთან გამკლავების გამოცდილება აქვს და შედარებით დაალაგოს გუნდი. ვფქირობ, რო ამ ეტაპზე ასეთ რთულ სიტუაციას ჩავი ვერ გამოასწორებს. ჯობია ევროპაში მოსცადოს ჯერ მუშაობა რამდენიმე წელი და მომავლისთვის ჰქონდეს გუნდსაც გათვლა ჩავიზე.
    ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვარჯიშზე ხუმრობით რო პიკე და ბუსკეტსი პანღურს ამოარტყავდა ჩავის და ახლა კიდე მწვრთნელად დაუდგეს თითქმის იმავე კონტიგენტს და მითითებები აძლიოს? ან ამდენი ხნის ძმაკაცია თუ თანაგუნდელი თუ რაცგინდათ დაარქვით, ცუდი პასის ან გაფუჭებული მომენტის გამო გააკრიტიკოს და სათადარიგოზე გადასვას?
    მოკლედ ბოლომდე უნდა დასრულდეს თაობათა ცვლის პროცესი, გუნდში სიტუაცია დალაგდეს და შემდეგ შეიძლება ამ ვარიანტზეც დაფიქრება.


    ახლა გეტყვინ რეალსი ფანი ხარო როგორც მე მწერენ :დ :დ აქ ვერ იგებნე რეალობას უმეტესობა ხავი ამ ბარსაში ვერაფერს იზამდ და 1-2 წელი უნდა იყოს ასისტენტი აი თუნდაც კუმანის და დაიანხოს ბევრი რამე, კარგი ტრენერს რაც შეეხება ყველას ძალიან გრძელი კონტრაქტი აქვს აი თუნდაც კლოპს 2024 წლამდე, გვარდიოლას მოყვანას სჯობს კუმანი დატოვონ ეგ არაფრის მაქნისი, 2 მილაირდიდ ახარჯა და მაქსიმუმ პრემიერ ლიგა დადოს :დ ალიანს არენაზე რაც მაგან ქნა აი რავიცი :დ
    წევრი [?]
    #11 24 სექტემბერი 2021 14:13
    0
    მოდი ჩავი მოდიი, მოტივაცია და ტიკი-ტაკა დაგვიბრუნე 🥰🥰
    წევრი [?]
    #10 24 სექტემბერი 2021 14:10
    1
    ფაქტია გუდი აღარ თამაშობს იმ სტილს რასაც თუნდაც კიკეს დროს თამაშობდა. არაზუსტი პასები , არანაირი ტიკიტაკა არაფერი აღარ აქვს გუნდს ის რის გამოც ბარსას შემიყვარდა. გუნდი თამაშობს ყველაზე სუსტ ფეხბურთს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
    ამ შემადგენლობით გაცილებით ხარისხიანი ფეხბურთი უნდა დადოს კუმანმა მაგრამ ვერ დებს იმიტომ.რომ არაა მაღალი.დონის :(
    გულშემატკივარი [?]
    #9 24 სექტემბერი 2021 14:10
    1
    ჩავის მოყვანა ისევ ექსპერიმენტს ნიშნავს, რადგან მისი რეალური ძალა არავინ იცის. მხოლოდ ინტუიციით აფასებთ, რომ კარგი მწვრთნელი იქნება, რადგან ფეხბურთელობისას მაღალი სათამაშო ინტელექტით გამოირჩეოდა, კარგი მოედნის ხედვა ჰქონდა და ა.შ.
    მესმის, რომ ექსპერიმენტები ზოგჯერ ამართლებს, თუმცა უფრო ხშირად ვერ.
    ასე რომ, ჩემი აზრით, ახლა ექსპერიმენტებს ჯობია ვინმე გამოცდილი მწვრთნელი მოიყვანონ, ვისაც რთულ სიტუაციასთან გამკლავების გამოცდილება აქვს და შედარებით დაალაგოს გუნდი. ვფქირობ, რო ამ ეტაპზე ასეთ რთულ სიტუაციას ჩავი ვერ გამოასწორებს. ჯობია ევროპაში მოსცადოს ჯერ მუშაობა რამდენიმე წელი და მომავლისთვის ჰქონდეს გუნდსაც გათვლა ჩავიზე.
    ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვარჯიშზე ხუმრობით რო პიკე და ბუსკეტსი პანღურს ამოარტყავდა ჩავის და ახლა კიდე მწვრთნელად დაუდგეს თითქმის იმავე კონტიგენტს და მითითებები აძლიოს? ან ამდენი ხნის ძმაკაცია თუ თანაგუნდელი თუ რაცგინდათ დაარქვით, ცუდი პასის ან გაფუჭებული მომენტის გამო გააკრიტიკოს და სათადარიგოზე გადასვას?
    მოკლედ ბოლომდე უნდა დასრულდეს თაობათა ცვლის პროცესი, გუნდში სიტუაცია დალაგდეს და შემდეგ შეიძლება ამ ვარიანტზეც დაფიქრება.
    Culé [?]
    #8 24 სექტემბერი 2021 14:10
    0
    ლაპორტას გეგმა ეშმაკური იყო, ბარსა ბ და შემდეგ დაწინაურება მაგრამ მიუხვდება ვინმე?!
    გულშემატკივარი [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 14:07
    0
    ჩავი მოვა 99% და დაიწყებს გუნდის დალაგებას და თამაშის გამოსწორებას, მაგრამ შეიძლება საერთოდ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დავრჩეთ მომდევნო სეზონში - ლამაზი თამაში ამ შემადგენლობით (თუნდაც ბავშვებით) დიდ რისკს შეიცავს
    Culé [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 13:43
    0
    ჩავიმ რა უნდა გიშველოს. თვითონ ხო არ ითამაშებს ბუსკეცის ნაცვლად
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 13:39
    0
    ფეხბურთელებიც უნდა მოუყვანო ვინმე ისე ჩავი თითონ ვერ ითამაშებს აწი
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 13:17
    2
    მეტი რა ქნან, წიხლს ხო არ ამოარტყავენ წადი მიხედე შენ გუნდსო. მე მგონი ჩავის თვითონ არ უნდა მოსვლა. ისევე როგორც აგუეროს არ უნდოდა 10-იანი მაისური. ვაითუ ვერ გავქაჩო და რაც ავტორიტეტი მაქვს ისიც არ დავკარგოო.
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 13:14
    2
    ჩავი ჩამოდი გვიშველე რამე
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 13:07
    4
    მიეცით ის თანხა,დანი ოლმის დედაცმივაცენზურე ჩავი მოიყვანეთ ბიჭოო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 13:04
    4
    მოიყვანეთ გთხოოოოვთ