ყველაზე ცუდი შედეგიანობა 2003 წლის შემდეგ

ყველაზე ცუდი შედეგიანობა 2003 წლის შემდეგ

გუშინ, "ნუევო მირანდილიაზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.

შედეგად, ლა ლიგის საწყის 5 მატჩში კატალონიელებს 8 გოლი აქვთ გატანილი, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაშინ, ფრანკ რაიკარდის სადებიუტო სეზონში, "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატის პირველ 5 ტურში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ, ის სეზონი გუნდმა უტიტულოდ დაასრულა.

მართალია, გუნდის ძალიან ბევრი თავდამსხმელი ტრავმირებულია, თუმცა დაბალი შედეგიანობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, კლუბში ლიონელ მესი არყოფნაა. ეს შედეგი ლოგიკურია, რადგან არგენტინელის წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსებას დეპაი-დე იონგი-დემირის "ტრიო" ვერანაირად ვერ შეძლებს.

აქვე, შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ მადრიდის "რეალის" ფრანგ თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას, ლა ლიგაში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი (7 საგოლე გადაცემა) - იმდენი, რამდენიც "ბარსელონას". 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 18:36
    0
    ირტყით ახლა თავში ხელი და უკანალში ჭიტლაყი... გითხარით მესის გაშვება თვითმკვლელობაა-მეთქი!.. მეტოქის ნახევარი გუნდი მესის დარაჯობდა... ახლა გულაობენ როგორც უნდათ... თქვენი ნატრაკი არ გაიშვა "აიაქსის" ფილიალო!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 14:18
    1
    ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტიპი შემთხვევით გაიჩითა აქ და მოყარა თავის "ზემლიაკები", ისეთი ხალხი ოცნებაშიც, რომ ვერ მოხვდებოდნენ. მოდით ბიჭებო იპარპაშეთ, მუქთაა ყველაფერიო. კიდევ კარგი ვეინალდუმი არ მოვიდა, უკეთესი ლუკმა იშოვა. ეს ჩობანი დე იონგი რაზე მოათრევინა აქ ახლაც ვერ ვხვდები. სევილია დაგვცინის ალბათ ეს შეშა რად უნდოდათო. ამას ქვია ნეპოტიზმი, რომელიც ანგრევს ყველაფერს. ჯერ ფრანგებმა აგვაწიოკეს, ახლლა ნიდერლანდელების ჯერია. ფრენკი დატოვონ, დეპაი და სლენგლე სკამზე. დანარჩენებმა აუდონ აქედან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 13:26
    0
    ანუ იმ დროიდან ლეო რო უნდა მოსულიყო ძირითადში ხომ?
    ისე კადისის ფანებმაც შეამჩნიეს, რო ეს ის ბარსა აღარაა. და მესი მოიკითხეს. თამაშის შემდეგ კი სტადიონთან შეკრებილებმა ბარსელონას სიმღერაც უმღერეს: "სად არის ლეო მესი"?
    https://www.eurosport.ru/football/liga/2021-2022/story_sto8554783.shtml
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 13:25
    2
    ცუდ მწვრთნელთან ერთად ციდი ფეხბურთელწბიც გყვაყავს მეგობრებო მარტოწვრთნელის ბრალიც არარის იმას ვერ დავიჯერებ რომ კუმანს ბარსელონა არ უყვარს უბრალოდ როგორც მწვრტნელს კლასი არყოფნის თორე ბარსასთვის მიატოვა საათივით აწყობილი ჰოლანდიის ნაკრები .როგორც ფეხბურთელი ბარსას ლეგენდაა, რათქმაუნდა მეც ვემხრობი იმ აზრს რო კუმანი უნდა წავიდეს კარგი სიტყვით და არა გაგდებით, ჩვენ ხომ კულეები ვართ და ვაფასებთ ჩვენს ლეგენდებს.ყველა გვარდიოლა ფერგიუსონი მოურინიო და კლოპი ვერ იქნება მითუმეტეს თუ ფეხბურტელწბიც ვერ უწყობენ ხელს
    Culé [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 13:12
    0
    საღოლ კუმან. ეგრე გააგრძელე გუნდის დამხობა ბარემ ყველა ანტირეკორდი მოხსენი მიდი
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 12:42
    0
    ფუ რა საზიზღრობააა,სვარკოს ყურება უფრო სასიამოვნო გახდა ვიდრე ბარსას თამაშების.არვიცი რა 26 მერე ბარსას ახალი მწვრთნელი თუ რ ეყოლა გავგიჟდები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid