ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

24 სექტემბერს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 14 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.

1926 წელი

"ბარსელონას" საშინაო არენის, "ლეს კორტსის" ბალახის საფარზე პირველი თამაში გაიმართა.

1950 წელი

"ლეს კორტსზე" გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 7-2 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ნიკოლაუმ (2), მარკოს აურელიმ (2), სესარმა, ბასორამ და გონსალვო III-მ გაიტანეს.

1957 წელი

ვარშავის გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩით "კამპ ნოუ" გაიხსნა. ახალ სტადიონზე პირველი გოლი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა.

"კამპ ნოუს" მშენებლობას 3.5 წელი დასჭირდა და ის 288 მილიონი პესეტა დაჯდა, რაც თავიდან გათვალისწინებულ ბიუჯეტზე 425%-ით მეტი იყო.

1970 წელი

"პალაუ ბლაუგრანას" მშენებლობა დაიწყო.

1972 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ლუის კარერასი. 1990-1996 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურთ 31 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1983 წელი

ერთმანეთთან საჯაროდ დაპირისპირებული მწვრთნელების სესარ მენოტისახავიერ კლემენტეს გუნდების, "ბარსელონასა" და "ბილბაოს" შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

მატჩის 59-ე წუთზე ბასკების მეკარემ, ურუტიკოეჩეამ დიეგო მარადონა დაამტვრია, რის გამოც არგენტინელს 3 თვით უქმობა მოუხდა. ეს ეპიზოდი ჟურნალისტმა ედუარდ ოუენმა ასე შეაფასა: "ბილბაოს ყასაბი".

1984 წელი

გაიხსნა "ბარსელონას" მუზეუმი.

1991 წელი

დაიბადა ორიოლ რომეუ.

2009 წელი

"კამპ ნოუსთან" ლადისლაო კუბალას ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგა. 2 მეტრის სიმაღლის ქანდაკების ავტორი მონტსერატ გარსია რეუსია. ქანდაკებაზე აღბეჭდილია ყველა იმ ფეხბურთელის სახელი, რომლებსაც კუბალასთან ერთად "ბარსელონაში" უთამაშიათ.

2011 წელი

"ატლეტიკოს" 5-0 განადგურების დროს ლეო მესიმ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 150-ე გოლი გაიტანა.

ეს შეხვედრა ვიქტორ ვალდესისთვის ლა ლიგაში მე-300 გამოდგა.

2014 წელი

ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი (არაოფიციალური) გაიტანა. იმ მატჩში "ბარსელონა ბ-მ" ინდონეზიის 19 წლამდელთა გუნდი 6-0 გაანადგურა.

2014 წელი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი 5 თამაშის მშრალად მოგების შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდმა ქულები დაკარგა, თუმცა გოლი არც ამჯერად გაუშვა - 0-0 "მალაგასთან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 13:40
    0
    იმედია დღევანდელი დღეც შევა ბარსას ისტორიაში როგორც კუმანის გუნდიდან გაგდების დღე.