MD: ლევანტესთან მატჩში გუნდს რონალდ კუმანი გაუძღვება

MD: ლევანტესთან მატჩში გუნდს რონალდ კუმანი გაუძღვება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" რონალდ კუმანს მომდევნო ორი დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს.

სეზონის ძალიან მძიმე სტარტის შემდეგ, ნიდერლანდელის გაშვება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. მთავარ პრობლემას შემცვლელის მოძებნა წარმოადგენს. ამ მომენტისთვის, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატი განიხილება: რობერტო მარტინესი და ჩავი ერნანდესი. 

26 სექტემბერს, "ლევანტესთან" გასამართ შეხვედრაში "ბარსას" კვლავ რონალდ კუმანი უხელმძღვანელებს. კატალონიური გამოცემის მტკიცებით, კლუბის შიგნით არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟოან ლაპორტა 26 სექტემბერის შემდეგ.

გუშინ, "კადისთან" ვერმოგებულ თამაშში 58 წლის სპეციალისტი არბიტრმა გააძევა. შედეგად, მას მომდევნო ორ ტურში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 15:10
    0
    გაუძღვება ხმამაღალი ნათქვამია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 14:07
    0
    ჰოდა ამსტერდამიდან უყუროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 13:43
    0
    MD: ლევანტესთან მატჩში გუნდს რონალდ კუმანი გაუძღვება.(თუმცა)
    გუშინ, "კადისთან" ვერმოგებულ თამაშში 58 წლის სპეციალისტი არბიტრმა გააძევა. შედეგად, მას მომდევნო ორ ტურში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ ექნება. (ანუ ლოჟიდან გაუძღვება თუ გასახდელიდან?)
    Culé [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 12:57
    0
    ალბათ 1:1 დასრულდება
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 12:09
    1
    მაინც უშვებენ თან სათადარიგოდან უნდა გაუძღვეს.მაგას ჯობია მელოტას მისცეს უფლება თავად მოამზადოს გუნდი თამაშისთვის და ხისთავა არ ჩაერიოს,იქნებ რამე სასწაულს შვება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 11:56
    10
    კუმანი ვერ ხვდება სადაა, გასვლაზე ფრე და სახლში 1 ბურთით მოგება წარმატება ჰგონია. საუთჰემპტონში და ვალენსიაში კიარა, ბარსელონაში ხარ შე ყვერო. რეალზეც ეგრე იძახდნენ რომ ზიდანი მაქსიმუმს აკეთებდა და მაგ შემადგენლობით უკეთ ვერ ითამაშებდა რეალი, მარა მივიდა ანჩელოტი და 4-5 გოლი გააქვთ თამაშში. ეს ბარსა მართალია რეალზე სუსტია მარა კადისზე უკეთესი მაინცაა, როგორც მინიმუმ ცხრილის ქვედა 10 გუნდს უპრობლემოდ მოუგებდა კარგი მწვრთნელი.
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 11:42
    2
    მგონი ლევანტე ამოგვტენის..თან ფრენკიც არ გვეყოლება😒
    --------------------
    CULE FOREVER