ჟერარ პიკე: ბარსა მაისურს იმიტომ არ ვატარებ, რომ სეზონი მესამე ან მეოთხე პოზიციაზე დავასრულოთ
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ "კადისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
განრიგის არ მესმის. როგორ შეიძლება, ერთი შეხვედრა ორშაბათს დაგვინიშნონ, შემდეგი კი - ხუთშაბათს?!
არ მგონია, რომ დე იონგის მეორე ყვითელი ბარათი დამსახურებული იყო. მან ბურთზე თამაში ცადა, თუმცა ასეთებიც ხდება. მისმა გაძევებამ ყველაფერი შეცვალა.
ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ. ვიმედოვნებ, კვირას ფანებისთვის გამარჯვებას შევძლებთ.
"ბარსას" მაისურს იმიტომ არ ვატარებ, რომ სეზონი მესამე ან მეოთხე პოზიციაზე დავასრულოთ.
კუმანი? კლუბი წლების განმავლობაში მაღალ ტალღაზე იყო, ბობოქარი წლები გამოიარა, პრეზიდენტი და მწვრთნელები შეიცვალა. ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა სიმშვიდე მოვიპოვოთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]