ბარსელონა კუმანს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის | ხავი მიგელი

ბარსელონა კუმანს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის | ხავი მიგელი

დღეს ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ რონალდ კუმანის მომავალი "კადისთან" გასამართი მატჩის შედეგზე არაა დამოკიდებული. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პრეზიდენტი სიმართლეს ამბობს, თუმცა ამან "ბარსელონას" გულშემატკივრებს არ უნდა აფიქრებინოს, რომ კლუბი ნიდერლანდელის გაშვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, კუმანის დრო უკვე ამოიწურა, თუმცა "ბარსა" 58 წლის სპეციალისტს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის. 

კატალონიელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. ყველაზე რეალური ვარიანტი ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის დანიშვნაა, რომელიც ლაპორტას დიდი სიმპათიით სარგებლობს.

სხვადასხვა კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღეს ფაბრიციო რომანოც გამოეხმაურა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 15:04
    0
    ხოდა ჩათვალეთ რო ნაპოვნია რა. ჩავი აღარ უარობს და ის არაბებიც უპრობლემოდ უშვებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 სექტემბერი 2021 21:43
    0
    ლაპორტას უკანალი ეწვის იმის გამო,რომ ჩავის პროექტი აქვს და ლაპორტას არა.ჩავის შეუძლია მარტომ აწარმოოს პროექტი,დარწმუნებული ვარ 100%მზადაა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid