ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
23 სექტემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1949 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ხუან მანუელ ასენსი. 1970-1981 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 397 თამაში ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა. ასენსიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა), 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1949 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ენრიკე კასტრო "კინი". 1980-1985 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 141 თამაში ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა. კინიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1956 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ატლეტიკო" 7-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები სუარესმა (4) და ტეხადამ (3) გაიტანეს.
1978 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" ანგარიშით 1-3 დამარცხდა.
1979 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
1982 წელი
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა "ბარსელონა ბ-ს" სტადიონი "მინიესტადი" გახსნა. ორიარუსიანი არენა, რომელიც 15 276 გულშემატკივარს იტევდა, ჟოზეპ კასალსის მიერ იყო დაპროექტებული.
1994 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი კოლუმბიელი მცველი იერი მინა. 2017/18 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 7 თამაში ჩაატარა. მინამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
2017 წელი
"ჟირონასთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლუის სუარესმა და სერჟი რობერტომ ლა ლიგაში თავიანთი მე-100 თამაში ჩაატარეს. იმ მატჩში 1 გოლი სუარესმა გაიტანა, ორჯერ კი ბურთი საკუთარ კარში მეტოქემ ჩაჭრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]