რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დროებით გადაიდო | MD

რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დროებით გადაიდო | MD

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სერჟი რობერტოს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე კვირაში უნდა გაეხანგრძლივებინა, თუმცა Mundo Deportivo იტყობინება, რომ პროცესი მოულოდნელად შეფერხდა.

MD-ს მტკიცებით, კლუბთან დაკავშირებული პირები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენა შეყოვნდა და ის მზად მომდევნო კვირამდე არ იქნება, თუმცა გამორიცხული არაა, სამუშაო პროცესი მომდევნო საათების განმავლობაში დაჩქარდეს.

"ბარსას" მესამე კაპიტანი კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს და ანაზღაურებას საგრძნობლად შეიმცირებს. მანამდე ხელფასი ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამ და სერხიო ბუსკეტსმაც დაიკლეს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 სექტემბერი 2021 10:15
    0
    მოკლედ ფეხბურთთან ერთად ამათ ქაღალდების გაფორმებაც დაავიწყდათ როგორ ხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 სექტემბერი 2021 00:22
    0
    ლა ლიგიდან მესიც წავიდა და თხლენზემამ გაილაღა, უკვე 7 გოლი დაუგროვდა.