ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ Sport-ის ვერსიით

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ Sport-ის ვერსიით

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში "ბარსელონა" "კადისს" დაუპირისპირდება. Sport ამ შეხვედრისთვის კატალონიური კლუბის სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს, რომელიც ასე გამოიყურება:

(4-3-3) - ტერ შტეგენი; მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი; რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი; კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი 

გამოცემა ალტერნატიულ ვარიანტსაც გვთავაზობთ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნახევარდაცვაში სერჟი რობერტოს ადგილი გავიმ დაიკავოს, შეტევაში კი გამოკვეთილი თავდამსხმელები ლუკ დე იონგი და მემფისი იყვნენ, ხოლო კოუტინიომ მათ უკან, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, გუნდი (4-3-1-2) ფორმაციით ითამაშებს. ასევე, შესაძლოა, კოუტინიო შემადგენლობაში საერთოდ ვერ მოხვდეს და შეტევაში დე იონგსა და მემფიის მხარი იუსუფ დემირმა აუბას. ამ ვარიანტების მიუხედავად, Sport ყველაზე რეალურად ზემოთ დასახელებულ თერთმეტეულს განიხილავს.

ხვალინდელი შეხვედრა, შესაძლოა, რონალდ კუმანისთვის "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე უკანასკნელი აღმოჩნდეს.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 სექტემბერი 2021 10:18
    1
    მოკლედ მეორე სეზონია ეს კაცი ბარსას მწვრთნელია და გუნდს ერთი გამოკვეთილი წყობა ვერ შეურჩია.
    წევრი [?]
    #7 23 სექტემბერი 2021 01:28
    2
    ბუსკე ჩემთვის სკამის კაცია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 სექტემბერი 2021 00:34
    1
    ეკ შემადგნელობა უნდა დააყენოს ოღონდ 4-4-2 სქემით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 სექტემბერი 2021 23:27
    1
    ციტატა: Don_Andresito
    გავი ძირითადში. კოუ 0 ია, მინუს ქ კაცი, ვერც უკანა ხაზს ეხმარება, ვერც წინა ხაზს ვერც ურტყამს. ბუსი -2 კაცი, ნელი, უაზრო პასებით. ნიკოს და გავის გავაძირითადებდი მთელი წელი. მეორე წელს 2 კაი ნახევარმცვტლი გვეყოლებოდა. მორჩა ბუსკეცების და ალბების დრო

    1 000 000% ზუსტად ეგრე ვფიქრობ ! ცენტრი : დე იონგი , ნიკო , გავი .....ბუსკეტსი როცა მოედანზეა უკვე -2 კაცია ცენტრში ! დე იონგმა უნდა ფაროს მერე მაგის ზოზინი კოუტინიო რომ კიდევ განიხილება ეგ საერთოდ კატასტროფაა
    [?]
    #4 22 სექტემბერი 2021 22:59
    1
    გავი ძირითადში. კოუ 0 ია, მინუს ქ კაცი, ვერც უკანა ხაზს ეხმარება, ვერც წინა ხაზს ვერც ურტყამს. ბუსი -2 კაცი, ნელი, უაზრო პასებით. ნიკოს და გავის გავაძირითადებდი მთელი წელი. მეორე წელს 2 კაი ნახევარმცვტლი გვეყოლებოდა. მორჩა ბუსკეცების და ალბების დრო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 სექტემბერი 2021 21:51
    0
    მიდი კუმან მიაწექი, მე მჯერა შენი, უძლიერესი ხარ.
    და უცებ გამომეღვიძა.
    უფ, კიდევ კაი გამომეღვიძა და ეს კოშმარული სიზმარი არ გაგრძელდა.😲

    დარწმუნებული ვარ კუმანის ახირებაა დე იონგის მოთრევა, თორემ ლაპორტას არც კი ეცოდინებოდა ესეთი ფეხბურთელი თუ იყო. გაავსო ტიპმა ბარსა ნიდერლანდელებით. ამ ნეპოტიზმს ბოლო მოეღება კუმანთან ერთად. სუარესი გააგდეს და ეს ხეპრე მოიყვანეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2021 21:34
    1
    ჭკუას ვერ სწავლობენ რა. გუნდში გვყავს ახლა 2 შენელებული კადრი ეთი ბუსკეცი და მეორე ლუკ ხე იონგი. შეტევაში დემირი მირჩევნია დააყენონ რაღას სისწრაფე ტექნიკა და დარტყვას აქვს ამისგან განსხვავებით...პლიუს კოუ და ფრენკი თავიანთ პოზიციებზე უნდა იყვნენ და ეს დესტიც არ უქნია ღმერთს მაგრამ სხვა ვარიანტი არ არის სამწუხაროდ😒😒
    Culé [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 21:07
    1
    და რატო დემირი უფრო მეტს მოუტანს ვიდრე ის სტოლბაა კაციი