რობერტო მარტინესი: ბარსა? ჭორების არსებობა ნორმალურია
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, "ბარსელონასთან" დაკავშირებული ცნობების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ესპანელი "ბარსაში" რონალდ კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატია.
"ბარსა"? არაფერია, რაზეც კომენტარის გაკეთება შემიძლია, მართლა, არაფერი. ჭორები ყოველთვის არსებობს, ეს ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. როდესაც სამ თამაშს წააგებ, შენ განთავისუფლებაზე საუბრები იწყება.
- თქვა მარტინესმა.
"ბაიერნთან" და "გრანადასთან" ჩაგდებული თამაშების შემდეგ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, რაზეც კუმანის მიერ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციის გაუქმებაც მეტყველებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]