რონალდ კუმანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გააუქმა

რონალდ კუმანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გააუქმა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "კადისთან" მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წინასწარ მომზადებული განცხადება წაიკითხა და აუდიტორია დატოვა. გთავაზობთ განცხადებას სრულად.

მოგესალმებით. გარდაქმნის პერიოდში კლუბი ჩემს გვერდით დგას. კლუბის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდაქმნა მსხვილი ინვესტიციების გარეშე უნდა შევძლოთ. ფეხბურთს სჭირდება დრო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უმაღლესი დონის მისაღწევად ორი წელი სჭირდებათ. კარგი არის ის, რომ ახალგაზრდებს შანსი მიეცემათ ისევე, როგორც თავის დროზე ჩავისა და ინიესტას მიეცათ. 
ლა ლიგაში მაღალ საფეხურზე ყოფნა წარმატება იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულებს არ უნდა ელოდო. "ბაიერნთან" მარცხს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ. პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მოითხოვს, რომ მომუშავე გუნდს ჰქონდეს მხარდაჭერა, როგორც პრაქტიკული, ასევე ვერბალური. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გუნდი მოხარულია იმ გულშემატკივრობით, რომელიც ჩვენ "გრანადასთან" მატჩი გვქონდა. Visca Barca.

ესპანურ მედიაში არსებული ცნობებით, შესაძლოა, "კადისთან" შეხვედრა რონალდ კუმანისთვის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 22 სექტემბერი 2021 19:33
    0
    წადი შენი
    წევრი [?]
    #6 22 სექტემბერი 2021 18:10
    0
    რა ბავშვობაა ამ ყველაფრის ახსნა, ისედაც ვიცით, შენ უნდა განგიმარტოს ვინმემ და შეუშვა გონებაში რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გამოადგები გუნდს და არ ხარ ის ადამიანი, რასაც იქადნები
    Culé [?]
    #5 22 სექტემბერი 2021 17:38
    1
    ჟურნალისტები რომ დაბრუნდნენ აუდიტორიაში მიხარიაო ასე ბრძანა წინა თამაშის წინ, ახლა სულ არ შეხედა ზედ ამ ჟურნალისტებს, მოკლედ როგორც გუნდს ათამაშებს ზუსტად ისე ლაპარაკობს laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 სექტემბერი 2021 17:04
    1
    ბავარიასთან სამარცხვინო წაგება, მაინც გაამართლა. ტიპი თვითკრიტიკული საერთოდ არაა, ყოველთვის თავის მართლების რეჟიმშია. ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, როგორც ქართული ოცნება.
    Culé [?]
    #3 22 სექტემბერი 2021 15:55
    6
    ის რომ კუმანს ბარსელონა ძალიან უყვარს განიცდის და ტკივა ეგ ცალსახაა. მართლა სულით კულეა და რიგითი კლუბი არაა მისთვის. ეს მის ბავშვურ სიხარულსაც ეტყობა როცა კარგი შედეგია. გუნდის ლეგენდაა და მის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება. ვაფასებ და გამიხარდება ყველაფერი კაი მისი. უბრალოდ როგორც მწვრთნელი არ არის ბარსელონას დონის. ზოგადად ისიც უნდა ავღნიშნოთ უბრალოდ რომ რეალურად არც ისეთი კარგი შემადგენლობა გვყავს რომ რამეს ვითხოვდეთ. კი არიან სახელები მაგრამ ვისაც სახელი აქვს ის მხოლოდ სახელია დარჩენილი. ნებისმიერ გუნდს, ნებისმიერს აქვს აღმასვლა და მერე დაღმასვლა.. სრულად ერთი სწორი ხაზი ვერ იქნება.. ეს დაღმასვლა არ გრძელდება ხოლმე 2-3 წელი.. ამას ჭირდება თაოაბთა ცვლა რაც ეხლა ბარსელონაში მიმდინარეობს. ესეთი პროცესები 10 წლამდეც იწელება ხოლმე. რეალურად ჯერჯერობით გუნდი ამ რთულ წლებში მაინც ახერხებდა ტიტულების მოგებას როცა მაგალითად მანჩესტერი არსენალი მილანი და მსგავსი ჩავარდნის მქონე გუნდები კარგახანი დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ და ტიტულებსაც ვერ იგებდნენ ბარსელონას მსგავსად. ეს პროცესი აუცილებელია და ამას ყველა ვხდბეით. ეს პროცესი რომ ბარტომეუს უაზრო პოლიტიკამ დააჩქარა და უფრო აურეს შედეგამდე მიიყვანა ვიდრე ეს რეალურად შეიძლებოდა მოხმდარიყო ამას წყალიარ გაუვა. მისმა ქმედებებმა გუნდი უფრო შიგნიდან გატეხა. განწყობა დამოკიდბეულება და ბრძოლისუნარიანობა დააგდო ამ გაუთავებელმა შანტაჟებმა და სკანდალებმა. კუმანი უნდა წავიდეს. ამაში ორი აზრი არაა. მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს აი ესაა ეხლა მთავარი. უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი რომელიც ამ არსებული სიტუაციისთვისაა საჭირო. ანუ გუნდი თავიდან შენდება, იტესტება უამრავი ახალგაზრდა, ყალიბდება ფორმაციები. შესაბამისად ისეთი ადამიანია საჭირო ვინც ახალგაზრდებს დაეხმარება გაძლიერებაში, მათში დაინახავს ტალანტს დ აგამოზრდის, როგორც ეს გვარდიოლამ გააკეთა. რა თქმა უნდა გვარდიოლას გაუმართლა და უნიჭიერესი თაოაბ შეხვდა აკადემიიდან და წამოეწია ყველაფერი მაგრამ მას რომ გაათმაგება შეუძლია ფეხბურთელის მონაცემების ეს ხო სხვაგანაც დამტკიცდა. სწორედ მსგავსი მიდგომების მწვრთნელია საჭირო. აქ არავინ ითხოვს ტიტულების მოგებას. სულელი არავინაა და ვაანალიზებთ რომ ესპანეთში რაიმე ტიტულის მოგებაც ძაან დიდი წარმატება იქნება, თუმცა მთავარია ოთხეულში დარჩენა და წელს ისეტი ფეხბურთის ჩვენება რომ ჰალანდს და სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებს ვის ტრანსფერზეც გუნდი იმუშავებს აქ მოსვლა უნდოდეთ და ლიგის გარეშე ან საშინელი ფეხბურთის თამაშის ჩვენების გამო მათი მომავალი არ გაიფუჭონ და არ დაკარგონ წლები. სწორედ ეგაა ეხლა მთავარი მიზანი.. როგორმე ახალგაზრდებით ისეთი ფეხბურთის თამაში რომ იმედები იყოს ძალიან დიდი და ჩანდეს ამ გუნდის პოტენციალი, შეთამაშება და ერთიანობა. მენტალიტეტის გამოცვლაც აუცილებელია. ვინ იქნება ასე მწვრთნელი და გამოდგება თუ არა ჩავი არ ვიცი. ჩავის შემთხვევა გარისკვის ამბავია და შეიძლება გაამართლოს შეიზლება ვერც. მე მარტინესის კანდიდატურას არ ვემხრობი და ვერც ვერავის ვხედავ ტენ ჰააგის გარდა ნორმანულ ვარიანტს ამ ეტაპზე. ნუ გვარდიოლა თუ არ წამოვა რა თქმა უნდა. ხოდა ეგ მეეჭვება.. ტენ ჰააგის გარდა მირჩევნია ისევ ჩავის მისცენ შანსი. ვფიქრობ ახალგაზრდებს მაინც მოაძლიერებს მისი ხასიათითა და ცოდნით და დაეხმარება.
    ფანი [?]
    #2 22 სექტემბერი 2021 15:32
    2
    აი ამის დარჩენას რაღა აზრი აქ
    თუ ოდნავ მაინც გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა თვითონ უნდა წავიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 15:26
    0
    როგორც მახსოვს 10 ოქტომბერს აქვს ბოლო მატჩი ნაკრებთან. რას ერჩი ლაპორტას. გააფრთხილა გაკვირდები და ეგ დიდი ტრ-კი გაანძრიეო, თორემ ოქტომბერში გაა--ვო და აჰა, მოვიდა ეს დროც.