ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

22 სექტემბერს "ბარსელონამ" 10 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.

1953 წელი

ალფრედო დი სტეფანოს "რეალისთვის" დათმობის შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ენრიკ მარტი კარეტო თანამდებობიდან გადადგა.

1953 წელი

ფრანსესკ მირო-სანსი "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდა. მის დროს გაიხსნა "კამპ ნოუ", 1958 წელს კი მირო-სანსი კლუბი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მეორე ვადითაც აირჩიეს.

1970 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფრანგი ნახევარმცველი ემანუელ პეტი. 2000/01 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 38 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1971 წელი

"ბარსელონასა" და "ლიდსს" შორის გაიმართა ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) თამაში, რომელსაც უნდა გაერკვია, რომელ გუნდს დარჩებოდა თასი მუდმივ მფლობელობაში. "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსამ" 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან ორივე გოლი დუენასმა გაიტანა.

1976 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო. 1996/1997 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 49 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. რონალდომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1998 წელი

მოხდა "ბარსელონას" 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჰიმნის "Cant del Centenari"-ს დებიუტი. ჰიმნის ტექსტის ავტორია რამონ სოლსონა, ხოლო მუსიკის - ანტონი როს-მარბა.

2007 წელი

"კამპ ნოუ" 50 წლის გახდა და კლუბმა ნორმან ფოსტერის მიერ შექმნილი ახალი დიზაინი წარადგინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 14:24
    0
    1953 წელი
    ალფრედო დი სტეფანოს "რეალისთვის" დათმობის შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ენრიკ მარტი კარეტო თანამდებობიდან გადადგა.

    დათმობის? ესპანეთის საიმიგრაციომ მას აუკრძალა ბარსაში დარეგისტრირება, და შესთავაზეს ასეთი პირობა, დისტეფანო ერთი წელი რეალში ითამაშებდა და მერე ერთი წლით ბარსას დაუბრუნებდნენ, თან ეს უნდა წლებით გაგრძელებულიყო. გესმით? რაებს არ კადრულობდა "სამეფო" კლუბი.