რონალდ არაუხოს კონტრაქტი ბარსელონასთვის პრიორიტეტია

რონალდ არაუხოს კონტრაქტი ბარსელონასთვის პრიორიტეტია

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს, დიდი ალბათობით, გაახანგრძლივებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ურუგვაელი უკანახაზელის კონტრაქტი "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტია. არაუხოს გარემოცვის განცხადებით, ფეხბურთელს მხოლოდ "ბარსაში" დარჩენა სურს, თუმცა კლუბს, ჯერ-ჯერობით, ნაბიჯი არ გადაუდგამს. ისინი შესაფერის მომენტს დაელოდებიან, რათა გახანგრძლივება შესაძლებელი გახდეს.

22 წლის მცველის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2023 წლამდე მოქმედებს. გუშინ, "გრანადასთან" მატჩში (1-1), ბოლო წუთებზე, არაუხომ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გუნდი წაგებისგან იხსნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 სექტემბერი 2021 16:05
    0
    ძლივს ერთი ნორმალური გამოჩნდა ამ ბოლო წლებში და რა თქმა უნდა ეხლა მაგას აღარავინ გაუშვებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 სექტემბერი 2021 20:30
    0
    ნეტა ამის მოტივაცია გადაედოს ყველას.
    წევრი [?]
    #4 21 სექტემბერი 2021 17:30
    2
    დაცვის ცენტრის კარგი ტანდემი ხშირ შემთხვევაში გამარჯვების ფორმულაა რაც დღეის გადმოსახედით არ გვაქვს , თუმცა თუ გარსია დაგვანახებს რომ მისი დაბრუნება ღირდა და კარგ კომპანიონობას გაუწევს ამ მხეცს რატომაც არა .
    როგორი ანთებული თვალებითაც ეს თამაშობს ზუსტად ეგ არის ფეხბურთის სიყვარული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 სექტემბერი 2021 16:32
    6
    არაუხო არის ნამდვილი ცხოველი ტიპი დაცვაში გაუვალია და პლიუს შეტევაშიც უმაგრესია მოკლედ ამის დაკარგვა არ შეიძლება
    ფანი [?]
    #2 21 სექტემბერი 2021 16:32
    3
    ერთადერთი ნათელი წერტილია არაუხო გუნდში, მთავარია ჯანმრთელად იყოს, ბუსის პიკეს რობერტოს და ალბას თუ ნამუსი აქვთ ოთხივე უნდა ადგეს და ერთობლივად გადასცეს კაპიტნის სამკლაური არაუხოს, ასეთი ჟილკიანი კაპიტანი გვჭირდება და არა მესისნაირი, ბუსკეცს ალბებს და რობერტოებს არც განვიხილავ საერთოდ კაპიტნად ძან ტეხავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2021 16:29
    7
    ვინმეს ეჭვი ეპარება?ტიპი კულეა,პუიოლივით გიჟია,სულს და გულს დებს,პუიოლს ხომ ეძახიან- The lion heart ,ამასაც შეარქმევენ რამეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid