ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

21 სექტემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1924 წელი

დაარსდა "ბარსელონას" რაგბის გუნდი. გახსნით ამხანაგურ მატჩში, რომელსაც კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი ჟოან გამპერიც ესწრებოდა, "ბარსელონამ" CADCI ანგარიშით 9-5 დაამარცხა.

1929 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი უნგრელი თავდამსხმელი შანდორ კოჩიში. 1958-1965 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 126 თამაშში მან 82 გოლი გაიტანა. კოჩიშმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი და 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1966 წელი

ბაზრობათა თასის ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "სარაგოსა" 4-2 დაამარცხა და 2 შეხვედრის ჯამში 4-3 იმარჯვა. კატალონიელთაგან ჰეთ თრიქი პუჟოლმა შეასრულა, ერთი გოლი კი საბალიამ გაიტანა.

1988 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში, მადრიდში, "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" ანგარიშით 0-2 დამარცხდა.

2008 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" "სპორტინგი" 6-1 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ჩავიმ, ეტო'ომ და ინიესტამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

2013 წელი

"რაიო ვალიეკანოსთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში პედრომ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.