პრესა: 20.09.2021

პრესა: 20.09.2021

წარმოგიდგენთ ესპანური პრესის დღევანდელ ქრონიკებს.

MD: უშიშრად

„ბარსა“-„გრანადა“, დღეს 21:00 (ესპანეთის დროით).

კუმანმა იცის, რომ გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კატალონიური მომავლისთვის, თუმცა ყველას არწმუნებს: „საკუთარ მომავალზე არ ვღელავ“.

ახალგაზრდა ბალდე და კოუტინიო სასტარტო შემადგენლობისკენ მიიწევენ, გუნდი კი ვალდებულია თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს.

პსჟ 2:1 „ლიონი“ - პარიზელები მარცხდებოდენ, თუმცა მატჩის გადარჩენა მოახერხეს. გადამწყვეტი გოლი გაიტანეს მას მერე, რაც ლეო შეცვალეს, რომელიც პოჩეტინოს გადაწყვეტილებით აშკარად უკმაყოფილო იყო.

„ბეტისი“ 2:2 „ესპანიოლი“ - კაბრერამ 97-ე წუთზე გაათანაბრა.

„ვალენსია“ 1:2 „რეალი“ - ვინისიუსი და ბენზემა, სამ წუთიანი „რემუნტადა“. 

კალათბურთი / ესპანეთის ჩემპიონატი: „ბარსა“ „მურსიასთან“ გამარჯვებით იწყებს, 85:78

SPORT: გადამწყვეტი ტესტი

„ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ მარცხზე ღირსეულად რეაგირებას შეეცდება. ეს კვირა კუმანისთვის გადამწყვეტი იქნება და ის გუნდის გაუმჯობესებული ვერსიის შემოთავაზების მიზნით კოუტინიოსა და ახალგაზრდებს (ბალდე, გავი) უხმობს.

ვინისიუსმა და ბენზემამ „რეალი“ მატჩის მიწურულს გადაარჩინეს.

პსჟ-მ გამარჯვება მესის გარეშე მოიპოვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 სექტემბერი 2021 14:36
    0
    ეს კვირა კუმანისთვის გადამწყვეტი იქნება და ის გუნდის გაუმჯობესებული ვერსიის შემოთავაზების მიზნით კოუტინიოსა და ახალგაზრდებს (ბალდე, გავი) უხმობს.
    მე მგონი ეს კვირა კუმანისათვის ბოლო იქნება ბარსაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2021 23:43
    0
    ის რაც ბარსას არ ეხება რაში მაინტერესებს.