ბარსას პოგბასთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოაკლდა?

ბარსას პოგბასთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოაკლდა?

როგორც ცოტა ხნის წინ გაიგეთ, ჟოან ლაპორტას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგ ნახევარმცველთან, პოლ პოგბასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს.

28 წლის ნახევარმცველს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მსურველ კლუბებს მისი დამატება 2022 წლის ზაფხულში უფასოდ შეეძლებათ. TuttoMercatoWeb გვატყობინებს, რომ პოლის ყოფილი კლუბი, „იუვენტუსი“ ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს. ფრანგის ხელფასის გადასახდელ თანხას ტურინელები სხვა მიზნით გამოიყენებენ.

აქედან გამომდინარე, „ბარსელონას“ ფრანგი ვარსკვლავის გაფორმება შესაძლოა უფრო გაუმარტივდეს. შეგახსენებთ, რომ პოზიციების დათმობას „მანჩესტერი“ არ გეგმავს და ისინი პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 სექტემბერი 2021 14:45
    1
    ათასჯერ ითქვა რეალი ამასთან წინასწარ შეთანხმებას აპირებს. გაიგეთ ბარსა აღარავის აინტერესებს, მითუმეტეს მესის გარეშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 სექტემბერი 2021 21:34
    1
    თუ უფასოდ წამოვა, მაშინ ამის ღორი აგენტი სანაცვლოდ იმდენს მოითხოვს ბონუსის და ხელფასის სახით, რომ ყიდვის ტოლფასი იქნება
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2021 21:11
    0
    რაიოლა ხომაა ამის აგენტი? როგორც ვიცი ლაპორტას კაი პალაჟენია აქ მასთან და იქნებ გადმოვიდეს.