ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

20 სექტემბერს "ბარსელონამ" 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1943 წელი

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ჟოზეპ ვენდრელი "ბარსელონას" პრეზიდენტად დანიშნა.

1946 წელი

აგუსტი მონტალი "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის დროს კლუბის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, "ბარსამ" შეიძინა მიწა მომავალში "კამპ ნოუს" ასაშენებლად. ასევე მონტალის პრეზიდენტობის დროს მოიგო "ბარსელონამ" ერთ სეზონში 5 ტურნირი და ეს მიღწევა ცნობილია, როგორც "5 თასის ბარსა".

1969 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი რიხარდ ვიტსგე. 1991-1993 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 62 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ვიტსგემ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი შვედი თავდამსხმელი ჰენრიკ ლარსონი. 2004-2006 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 62 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ლარსონმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

რონალდ კუმანის დროს ლარსონი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

1995 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ალეხანდრო გრიმალდო. 2010-2015 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 3 თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 სექტემბერი 2021 18:14
    0
    სტატისტიკურად არახელსაყრელი დღე ყოფილა, წაგება კუმანის გასაგდებად უნდა იქნას გამოყენებული barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 სექტემბერი 2021 16:18
    0
    ციტატა: Pirat❤️💙
    თამაშის განაცხადი როდის დაიდება?

    წესით მაქსიმუმ ერთი საათით ადრე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 სექტემბერი 2021 14:29
    0
    კაი წლები იყო
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2021 11:55
    0
    თამაშის განაცხადი როდის დაიდება?