ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

19 სექტემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1938 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ანგოლელი თავდამსხმელი ხორხე ალბერტო მენდონსა. 1966-1969 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 49 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. მენდონსამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

1948 წელი

"რეალ მადრიდთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ფლორენციო კაფარატისა და ესტანისლაო ბასორას გოლებით 2-1 მოიგო.

1970 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი სონი ანდერსონი. 1997-1999 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 71 თამაში ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ანდერსონმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1971 წელი

"ლას პალმასთან" "კამპ ნოუზე" 1-2 წაგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-300 მარცხი იყო.

1976 წელი

ლა ლიგის საშინაო "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 3-1 დაამარცხა. გოლები კრუიფმა, მარსიალმა და ერედიამ გაიტანეს.

1993 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის მცველი ანდრეა პერეირა.

1998 წელი

ლა ლიგის გასვლით "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდთან" 2-2 ითამაშა. სტუმართაგან გოლები კლუივერტმა და სონი ანდერსონმა გაიტანეს. კლუივერტისთვის ეს "ბარსელონას" მაისურით გატანილი პირველი გოლი იყო.

2000 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" "ბეშიქთაშთან" ანგარიშით 0-3 განადგურდა.

2007 წელი

"ლიონთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში ბოიან კრკიჩი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. იმ დროს ის 17 წლისა და 22 დღის იყო.

იმ მატჩში ტიერი ანრიმ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

2010 წელი

"ატლეტიკოსთან" სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანით ლიონელ მესიმ პატრიკ კლუივერტს გადაასწრო და ლა ლიგაში "ბარსას" მე-5 საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2017 წელი

"ეიბართან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ თავი პოკერით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2021 17:35
    0
    2017 წელი
    "ეიბართან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ თავი პოკერით გამოიჩინა.
    რა დრო იყო?