მუხლის 16 ტრავმა და 1,806 გაცდენილი დღე

მუხლის 16 ტრავმა და 1,806 გაცდენილი დღე

მარტინ ბრეითუეიტის მუხლის ტრავმა "ბარსელონას" რიგებში, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში რიგით მე-16 ტრავმააა. მთლიანობაში, მუხლის არეში მიღებული დაზიანებების გამო "ბლაუგრანას" მოთამაშეებმა 1,806 დღე იუქმეს.

ამ მხრივ პრობლემებით ყველაზე მეტად თავი სამუელ უმტიტიმ, ანსუ ფატიმ და ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინეს. წარმოშობით გვინეა-ბისაუელი შემტევი ვარჯიშს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ხოლო, ბრაზლიელმა ტრავმა სავსებით მოირჩინა. დაზარალებულთა შორის ასევე მუხლის პრობლემის გამო მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც იმყოფებოდა, რომელიც მინდორს 3 კვირის წინ დაუბრუნდა.

2020/21 წლების სეზონი

გასულ სეზონში კლუბმა ჩემპიონატი გერმანელი კიპერის გარეშე დაიწყო, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და 78 დღის გაცდენა მოუწია. მიმდინარე სეზონში იმავე დაზიანების გამო მეკარეს 103 დღე გაუცდა.

ანსუ ფატის პრობლემა მარჯვენა მუხლის არეში, მენისკზე ჰქონდა, რის გამოც, 314 დღე ლაზარეთში გაატარა. ფილიპე კოუტინიოსაც მენისკი აწუხებდა, თუმცა, მას შედარებით მცირე პერიოდი - 242 დღე გაუცდა.

ჟერარ პიკემ დაზიანება  მარჯვენა მუხლის არეში ჯვარედინა იოგზე მიიღო და 87 დღე გააცდინა. ამას კი ლატერალური იოგის დაზიანება მოჰყვა, რაც დამატებით 37 დღით დასვენებას ნიშნავს.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერიოდი გაუცდა მუსა ვაგეს, რომელსაც სერიოზული ტრავმის შემდეგ, ოპერაცია ჩაუტარდა. მის რეაბილიტაციას 276 დღე დასჭირდა.

2019/20 წლების სეზონი

ამ სეზონში მუხლზე მცირე პრობლემები სერჟი რობერტოს, ანსუ ფატისა და ჟუნიორ ფირპოს ჰქონდათ. თუმცა, მარჯვენა მუხლის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო ლუის სუარესმა, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - მან 149 დღე იუქმა.

2018/19 წლების სეზონი

ურუგვაელ შემტევს პრობლემები 2018/19 წლების სეზონშიც ჰქონდა, როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 30 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარა. ამავე წელს 132 დღე გააცდინა სამუელ უმტიტიმ, რომელსაც მუხლზე ზედიზედ 2 პრობლემა შეექმნა. ასევე, აღსანიშნავია რაფინია ალკანტარაც, რომელმაც მარცხენა მუხლის არეში, წინა ჯვარედინა იოგი დაიზიანა და 209 დღის გამოტოვება მოუწია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 19 სექტემბერი 2021 19:35
    0
    ამათმა ტრამვებმა დაგვაქციეა
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 სექტემბერი 2021 09:20
    3
    ციტატა: me da barca
    ბავარია-ბოხუმი 7:0
    აიაქსი-კამბური 9:0
    ან ერთს რა უნდა ბუნდესლიგაში ან მეორეს ერადივიზიონში.
    ბუნდესლიგა ხომ ერთი გუნდის ლიგაა. ლაიფციგი, დორტმუნდი ხომ გამოწოვა და კიდევ გამოწოვს ყველას თუ სადმე კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა.

    ბავარია-ბოხუმი. პირველი ტაიმი 4-0 დამთავრდა. ვიფიქრე ესენი მეორე ტაიმში დაისვენებენ თქო, როგორც მიგვაჩვია ბარსამ. მაგრამ რათ გინდა, გამოვიდნენ მეორე ტაიმში მგლებივით დამშეულები და ისე ეტაკენ "მეტოქეს" გეგონება ლიგის ფინალს აგებდა. 5,6,7 გადის გოლები და ესენი შეჩერებას არ აპირებენ, როცა 88-წუთზე მიულერმა ბურთი კარებში შეტენა ისე ზეიმობდა როგორც რონალდუ ატლეტიკოსთან ლიგის ფინალში ბოლო გოლს პენალტით გატანილს. მაგრამ ვარ-მა რო სადღაც ოფსაიდი იპოვა და 7-0 დატოვეს, დარჩენილი ორი წუთი ისეთ შეტევებში გაატარეს გეგონება მაინც აგებენო. ზვიგენი რო სისხლის სუნს იგრძნობს აი იმათ გავდნენ სუყველა. ხო და ეხლა ეს მაინტერესებს აი ეს გუნდი რას გვიზავს განმეორებით მატჩში, რამე უნდა მოვიგონოთ რო არ წავიდეთ და 0-3 დაგვიფიქსირონ. უთხრან რო მთელი გუნდი ავად გახდა. თორემ 8-2 სამუდამოდ დაგვავიწყდება და ახალ ორნიშნა რიცხვზე უნდა ვიფიქროთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 სექტემბერი 2021 00:10
    2
    ბავარია-ბოხუმი 7:0
    აიაქსი-კამბური 9:0
    ან ერთს რა უნდა ბუნდესლიგაში ან მეორეს ერადივიზიონში.
    ბუნდესლიგა ხომ ერთი გუნდის ლიგაა. ლაიფციგი, დორტმუნდი ხომ გამოწოვა და კიდევ გამოწოვს ყველას თუ სადმე კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა.
    ფანი [?]
    #1 18 სექტემბერი 2021 22:17
    2
    ბრაითვეითი რონალდო ნაზარიოს ასლია ოღონდ ვიღაცამ დაპრინტერებას ხელი შეუშალა და ნაკლიანი გამოვიდა თორე ისე გოათია 😆
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!