ბარსელონა გრანადასთან თამაშისთვის მზადებას აგრძელებს

ბარსელონა გრანადასთან თამაშისთვის მზადებას აგრძელებს

"ბარსელონას" წინ დატვირთული კვირა ელის. რონალდ კუმანის გუნდს 7 დღეში 3 თამაშის გამართვა მოუწევს.

"ბლაუგრანა" მომდევნო კვირაში პირველ მატჩს "გრანადასთან" ორშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე ჩაატარებს. დღეს "ბარსამ" ანდალუსიურ გუნდთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებელი მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო.

კატალონიური გუნდი ხვალ დილითაც ივარჯიშებს, რის შემდეგაც რონალდ კუმანი, დაახლოებით 15:00 საათზე, მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

ვარჯიშის სურათები შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 19 სექტემბერი 2021 19:35
    0
    მოემზადონ იქნებ როგორმე ფრე გავუგოროთ
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 სექტემბერი 2021 09:31
    0
    ესენი ბევრი ვარჯიშით ხო არ იღლებიან და იმიტომ ვეღარ დარბიან თამაშის დროს?
    გუშინ ბავარია-ბოხუმს ვუყურებდი 7-0-ზე 88 წუთზე კიდევ გაიტანეს და არ ეტყობოდათ დაღლის ნასახი. მართლა რობოტები ხო არ არიან. თუ ჩვენ ვართ რაღაცნაირად ზომბირებულები.
    სხვათა შორის ვარმა ბაიერნს ის გოლი წაართვა, მაგრამ ესენი დარჩენილ წუთებს უფრო აქტიურად უტევდნენ. ნეტავ ვარჯიშის შემდეგ ჩვენები მომავალი მეტოქეების თამაშს არ უყურებენ თუ აკრძალული აქვთ კუმანისგან რო არ დაისტრესონ.