მემფის დეპაის პრესკონფერენცია: ჩემთვის ბარსელონაში თამაში ბევრს ნიშნავს

მემფის დეპაის პრესკონფერენცია: ჩემთვის ბარსელონაში თამაში ბევრს ნიშნავს

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა შემტევმა მემფის დეპაიმ აზიური პრესისთვის პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ბარსელონაში" გატარებული პირველი კვირები

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში, მშვენიერ ქალაქში გადმოვედი, სადაც, იმედი მაქვს, ჩემ ნიჭს გამოვავლენ. ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია. აქ იმისათვის ვარ, რომ მოვიგო თამაშები და რაც შეიძლება, კარგად ვითამაშო.

"ბარსაში" მოსვლის დღიდან თავს კარგად ვგრძნობ. კლუბი ჩემში ბოლომდე დარწმუნებულია. ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს ვცემთ. ეს ამ გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. გულშემატკივრების შეგებება, როდესაც "კამპ ნოუზე" პირველად ვითამაშე, საოცარი, ოცნების ასრულება იყო. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მინდა, "ბარსელონაში" ბევრს მიავღწიო.

ჩემთვის "ბლაუგრანაში" თამაში დიდი პატივია. ასეთ ისტორიულ კლუბში, ასეთ საოცარ ფანებთან ერთად ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ. ჩემთვის "ბარსაში" თამაში ბევრს ნიშნავს.

კარგად დავიწყე, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელო. ჩემი სრული შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გამომივლენია. თავს კარგად ვგრძნობ, ფორმაში ვარ და განვითარება უნდა განვაგრძო. გოლების გატანა და ასისტების გაკეთება მინდა.

ამჟამინდელი ფორმა

"ბაიერნთან" თამაშის შედეგი აშკარად დასანანი იყო. მარცხისგან უნდა ვისწავლოთ. რთული სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ერთი და იმავე მიმართლებით მივდივართ. მტკიცედ მწამს, რომ ვიპოვით გამოსავალს, რათა ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ "ბარსელონა" ვართ და მინდა, კლუბს რაღაცების შეცვლაში დავეხმარო.

წინ უმარავი თამაში გვაქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან, თავიანთი შანსები გამოიყენონ. ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ და ვითარდებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალგაზრდები თამაშისგან სიამოვნებას იღებენ.

გვინდა, ისეთივე ძლიერები ვიყოთ, როგორი ძლიერიც ჩვენი ნებისმიერი მეტოქეა. ვვარჯიშობთ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის გაკვირვებას შევძლებთ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ შესაფერისი მოთამაშეები გვყვავს.

მიზნები
არ გამოვხატავ, რამდენად ამბიციური ვარ მოედანზე. უბრალოდ ვცდილობ, გოლები გავიტანო და ასისტები გავაკეთო. მათ რაოდენობაზე არასდროს ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც და გუნდისთვისაც კარგი სეზონი იქნება.
რონალდ კუმანი

კუმანს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ნიდერლანდების ნაკრებში ერთად ვმოღვაწეობდით. მისი მჯერა. ვიცით, რა რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით და გვსურს, რაც შეიძლება, კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. სამწვრთნელო შტაბი გვენდობა და ცდილობს, თითოუელ თამაშში ყველა ჩვენგანი საუკეთესო იყოს.

თავდაჯერებულობას ვგრძნობ. მყავს მწვრთნელი, რომელიც მენდობა და დიდ თავისუფლებას მაძლევს. ის ჩემგან ბევრს ელის და ამ ნდობას შრომისმოყვარეობით ვუპასუხებ. კუმანთან მუშაობა ძალიან კარგია. რონალდს მთელი გუნდი პატივს სცემს, რადგან ის ისტორიული ფიგურაა.

ტატუები
ჩემი ტატუები ჩემი სხეულის, ჩემი ცხოვრებისა და ჩემი იმიჯის ნაწილია. ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. თუ მოვიგებთ, ვნახოთ, გამოვნახავ თუ არა ადგილს ამ ტიტულებისთვის. ეს შესანიშნავი იქნებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 19 სექტემბერი 2021 19:37
    0
    არ აღირსეს მესის კაი მოთამაშე, ისე დაატოვებინეს კლუბი
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #5 18 სექტემბერი 2021 22:51
    4
    ამან ერთხელ თქვა კუმანი რომც გაეშვათ მე მაინც მივიდოდი ბარსაში და ვითამაშებდიო.კულეა რა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 სექტემბერი 2021 19:33
    1
    თუ შენს "ზემლიაკს" გააჯ__ეს მაშინ რას იზამ?! იმედია არ გაიბუტები, თუ გაიბუტები კიდევ ამ ჩემს ბენზემას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2021 18:55
    2
    შენ ლიგა მოგვაგებინე ჯიგარო და მე გეტყვი ლიგის თასი სად დაიხატო laughing laughing
    ფანი [?]
    #2 18 სექტემბერი 2021 18:51
    2
    laughing laughing laughing
    ნეტავ მოვიგოთ და არა უშავს, შენ თუ გინდა ფეხისგულებზე დაიხატე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 სექტემბერი 2021 18:34
    3
    ჩემი ტატუები ჩემი სხეულის, ჩემი ცხოვრებისა და ჩემი იმიჯის ნაწილია. ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. თუ მოვიგებთ, ვნახოთ, გამოვნახავ თუ არა ადგილს ამ ტიტულებისთვის. ეს შესანიშნავი იქნებოდა.
    ცოდოა ეს, ყველაფერი რო მოვიგოთ ტანზე სუფთა ადგილი არ დარჩება.