გრანადას მწვრთნელი: კუმანს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გუნდი უკეთესი გახადოს

გრანადას მწვრთნელი: კუმანს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გუნდი უკეთესი გახადოს

"ბარსელონას" მომდევნო მეტოქის, "გრანადას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტ მორენომ რონალდ კუმანის კატალონიურ გუნდში მუშაობა შეაფასა.

მწვრთნელებს პატივი უნდა ვცეთ. კუმანი "ბარსელონაში" გარდამავალ პერიოდში მივიდა. თავდაპირველად მან სუარესი დაკარგა, შემდეგ კი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა.

კუმანმა "ბარსას" გამო ნიდერლანდების ნაკრები დატოვა, სადაც მას ყველაფერი დალაგებული ჰქონდა. "ბლაუგრანას" გამო მან ხელფასი შეიმცირა. ის ფსონს ახალგაზრდებზე დებს და ამის გამო აკრიტიკებენ. "ბარსაში" კრიტიკა იოლია.

თამაშის ["ბაიერნთან" მატჩი] შემდეგ საუბარი მარტივია. როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელი ხარ, მთელ შენს ცხოვრებას განიხილავენ. კუმანი კრუიფიზმის მიმდევარია, კრუიფი კი 3-4-3 წყობას იყენებდა. ახლა "ბარსელონაში" ამ ფორმაციის პროფილი მხოლოდ დემბელეს აქვს.

მართებული არაა იმაზე ფიქრი, რომ ყოველთვის ერთი და იგივე წყობა უნდა გამოიყენო. იგი შეუცვლელი არ უნდა იყოს. კუმანს სამშაბათიდან წარმატებებს ვუსურვებ. მას გუნდის გასაუმჯობესებლად ყველაფერი აქვს.

- ციტირებს რობერტ მორენოს სიტყვებს Mundo Deportivo.

"ბარსელონასა" და "გრანადას" დაპირისპირება ორშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 19 სექტემბერი 2021 19:39
    0
    კი აბა.
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #6 18 სექტემბერი 2021 18:50
    2
    მართალია ყველაფერი აქვს ტვინის გარდა🤦‍♂️
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #5 18 სექტემბერი 2021 17:59
    1
    """ სამშაბათიდან... :დდდდდ
    joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 სექტემბერი 2021 17:32
    2
    აბა რა ქნას, გინებას ხო არ დაუწყებს. ვალდებულია ზრდილობის ნორმები დაიცვას და იცავს, გულში კი ფიქრობს როგორც თქვა სამშაბათიდან გაილაღოსო. მე კი შარშანდელი შედეგიც სრულიად მაწყობსო.
    გულშემატკივარი [?]
    #3 18 სექტემბერი 2021 17:30
    0
    ესეც კი ჭკუას გვასწავლის
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2021 16:46
    1
    მოკლედ ვისაც არ ეზარება ყველა ამის დაცვაზე და გამართლებაზეა გადასული.
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2021 16:44
    3
    საქმეფ ეგაა,რომ ყველაფერი აქვს გასაუმჯობესებლად,მაგრამ საერთოდ არაა ბარსელონას დონის მწვრთნელი და უკან-უკან მიჰყავს გუნდი🙂