ანდერ ერერა: ბარსელონას ბაიერნთან წაგება რეალურ სიტუაციას არ ასახავს

ანდერ ერერა: ბარსელონას ბაიერნთან წაგება რეალურ სიტუაციას არ ასახავს

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი, ანდერ ერერა, "ბარსელონას" კონკურენტუნარიან გუნდად მაინც თვლის. 

ერერამ კატალონიურ კლუბზე Marca-სთან ინტერვიუში ისაუბრა: 

"ბარსელონა"-"ბაიერნი"? მათ მაინც კარგი გუნდი ჰყავთ. ამ მატჩის შედეგი ბევრს არაფერს ნიშნავს. ის რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან "ბარსას" ბევრ ფეხბურთელს იმ დღეს ტრავმა ჰქონდა. ვერავინ ჩამოწერს გუნდს, რომელიც ისეთი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც დე იონგი, ბუსკეტსი, კოუტინიო, პედრი, აგუერო, დემბელე, დეპაი და ანსუ ფატი არიან. 

- თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა. 

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბარსა" საკუთარ მოედანზე მიუნხენის "ბაიერნთან" 0-3 დამარცხდა. ჯგუფში "ბენფიკა" და კიევის "დინამოც" არიან, რომლებმაც პარალელური მატჩი ფრედ, 0-0 დაასრულეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 სექტემბერი 2021 19:40
    0
    ხო მაგრამ მშიშრები არიან და ინვალიდები
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #4 18 სექტემბერი 2021 18:48
    1
    დანაკლისის გარეშე ბევრად უკეთ ვითამაშებდუთ შეიძლება გოლიც გაგვეტანა და ასე არ წავგეგო.. ზუსტად ვერ ვიტყვით რა მოხდებოდა მაგრამ ვნახავთ რა მოხდება როცა ეს ფეხბურთელები დაბრუნდებიან.. ფაქტია რომ ბარსაზე დიდი დანაკლისი დღეს არცერთ გუნდს არ აქვს😕😕
    --------------------
    CULE FOREVER
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2021 17:34
    0
    სად ნახა ამან მოედანზე აგუერო, დემბელე, დეპაი და ანსუ ფატი ეგ კი არა კოუტინიოც შეცვლაზე გამოვიდა. ეტყობა ამას თამაშისთვის არ უყურებია.
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2021 16:03
    2
    ნაწილობრივ მართალია, დანაკლისმა ყველაზე მეტად იმოქმედა, ფაქტიურად შეტევაში ხალხი არ გვყავდა😏 მეორე მატჩიც მალე მოვა და დავინახავთ შემტევები რომ ეყოლება ბულდოგას მაშინ თუ მაინც დაარტყამენ კარში😂
    Culé [?]
    #1 18 სექტემბერი 2021 15:48
    2
    ორი ფაქტია გასათვალისწინებელი: ბაიერნი უზომოდ ძლიერია და ბარსელონას 21 საუკუნეში ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს + ვისაც შეტევაში თეორიულად მაინც შეეძლო რამე ექნა ტრავმა ჰქონდა. უბრალოდ განწირული იყო ბარსა მაგ შეხვედრაში წასაგებად ბევრი მიზეზის გამო. დარწმუნებული ვიყავი რომ ეგეთი მატჩი იქნებოდა და აღარც მიყურებია ბოლომდე, ზუსტად ეტყობოდა პირველივე წუთებიდან რა მოხდებოდა.