ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
18 სექტემბერს "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1894 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სალვადორ ორმეუ. 1915-1918 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 17 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
1949 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" მადრიდში ანგარიშით 1-6 განადგურდა. ამ მატჩში "ბარსამ" ლა ლიგაში თავისი მე-700 გოლი გაუშვა.
1977 წელი
57 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხაუმე ელიასი.
1992 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ტიმოტე ნ'გესანი.
2001 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ სავიოლამ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
2005 წელი
"ატლეტიკოსთან" სტუმრად ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]