საუკეთესო მასპინძლები VS საუკეთესო სტუმრები

საუკეთესო მასპინძლები VS საუკეთესო სტუმრები

დღეს, "სატიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება მსოლფიოს საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. "ბარსელონა" და "რეალი"–პრიმერას ორი გიგანტი, რომელთაც გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი, გაუშვეს ყველაზე ცოტა, დააგროვეს ყველაზე მეტი ქულა და იბრძვიან ტრიპლეტისთვის. დღევანდელი თამაში გადაწყვეტს გახდება თუ არა "ბარსელონა" ლა ლიგის თასის მფლობელი (მოგების შემთხვევაში ჰანდიკაპი 11–მდე გაიზრდება, ხოლო დარჩენილია 6 მატჩი). საქმე ისაა, რომ მოურინიოს შეგირდები სახლში საუკეთესოდ ასპარეზობენ, ხოლო პეპის შეგირდები სტუმრად.

 

"ბარსელონა" გასვლაზე დაუმარცხებელია

 

"ბარსამ" რეკორდი დაამყარა საგარეო მატჩებში მოპოვებული ქულების მიხედვით. მათ შესაძლო 45 ქულიდან 41 აიღეს. მათ მოიგეს 13 შეხევდრა, ხოლო ფრედ ითამაშეს ორჯერ: "სევილიასთან" და "სპორტინგთან". რაც შეეხება გოლებს, კატალონიელებმა გაიტანეს 43 და გაუშვეს მხოლოდ 6. მადრიდის "რეალმა" გასვლით შეხვედრებში შესაძლო 48 ქულიდან აიღო 32. ორი მატჩი წააგო და ოთხიც ფრედ დაამთავრა. სტუმრად გაიტანეს 26 გოლი და გაუშვეს 15.

 

"რეალმა" სახლში მხოლოდ 3 ქულა დაკარგა

 

მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში ყველა საშინაო მატჩი მოიგეს ერთის გარდა. მათი გამარჯვებათა სერია შეწყდა 30–ე ტურში, როდესაც მანოლო პრესიადოს "სპორტინგმა" სენსაციურად დაამარცხა მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე", ანგარიშით 0:1. სწორედ ამ მარცხის შემდეგ გახდა პირველ ადგილოსან "ბარსელონასთან" ჰანდიკაპი 8 ქულა. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს 9 წლის განმავლობაში არ ჰქონდა წაგებული საკუთარ მოედანზე, მაგრამ მანოლო პრესიადომ სენსაცია გამოაცხო მადრიდში.

 

"რეალის" სტატისტიკა "ბერნაბეუზე" ასე გამოიყურება: 46 გატანილი გოლი და 7 გაშვებული.

"ბარსელონას" სტატისტიკა "კამპ ნოუზე" ასე გამოიყურება: 42 გატანილი გოლი და 10 გაშვებული.

 

"ბარსელონამ" სახლში მოიპოვა 43 ქულა: 14 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.