ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
17 სექტემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1903 წელი
პოლ ჰაასის ერთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ "ბარსელონას" რიგით მე-4 პრეზიდენტი არტურ ვიტი გახდა.
1910 წელი
ჟოან გამპერი "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა.
1941 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ვისენტე გონსალეს სოსა. 1961-1966 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ვისენტემ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1949 წელი
59 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პერსივალ უოლასი.
1950 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მადრიდში ანგარიშით 4-6 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები სესარ როდრიგესმა (2) და მარკოს აურელიომ (2) გაიტანეს. ეს სესარისთვის ლა ლიგაში მე-20 დუბლი იყო.
1968 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (2012/13) ტიტო ვილანოვა.
1978 წელი
ლა ლიგის მე-3 ტურში "სალამანკას" 3-0 დამარცხება "ბარსელონასთვის" ამ ტურნირზე მე-700 მოგება გამოდგა.
2000 წელი
13 წლის ლიონელ მესი ბარსელონაში პირველად ჩავიდა.
2011 წელი
ლა ლიგის მე-3 ტურში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 8-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (3), ვილიამ (2), ჩავიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი სტუმრებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
2014 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე აპოელ-თან 1-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონაში" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2019 წელი
"დორტმუნდთან" უგოლო შეხვედრაში 16 წლისა და 321 დღის ანსუ ფატი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]