ალვეშმა გეგმები დააწყო

ალვეშმა გეგმები დააწყო

"ბარსელონას" შემადგენლობაში დანიელ ალვესზე მეტჯერ არავის უზეიმია "რეალზე" გამარჯვება. დანიმ 16–დან 10 შეხვედრა მოიგო "მერენგების წინააღმდეგ". ამ მაჩვენებლით იგი ჯობნის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: ჩავი და პუიოლი. მათ 9–9 მოგება აქვთ.

 

პირველი გამარჯვება ბრაზილიელმა იზეიბა "სევილიაში" გადასვლიდან მეორე სეზონში. ხოაკინ კაპაროსის შეგირდებმა 4:1 გაანადგურეს "ბლანკოსი". აღსანიშნავია, რომ ალვეშმა მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ის გოლი იყო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მან მადრიდელებს გაუტანა.

 

ამ მოგების გარდა, ბრაზილიელმა კიდევ ოთხჯერ დაამარცხა "რეალი" "სევილიას" მაისურით. ამ მოგებებიდან მხოლოდ 1 იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე". ეს მოხდა 2004 წლის 22 დეკემბერს, თამაში 0:1 მორჩა ანდალუსიელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ გუნდიდან ყველაზე აქტიური დანიელ ალვესი გახლდათ. სწორედ იმ წელს დაიწყო ე.წ. "გალაქტიკოსის" დაღმასვლა და "ბარსელონამაც" პირველად მოუგო მადრიდელებს.

 

5 მოგება "ბარსასთან" ერთად

 

დანის საუკეთესო წლები "ბარსელონაში" დაიწყო. 5 "ელ კლასიკოში" 5 გამარჯვება. ბრაზილიელი ხუთივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და თითოეულ თამაშში 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ასეთი შედეგი მხოლოდ ვალდესს, პუიოლსა და აბიდალს აქვს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=LCJXXYlNVSQ]       

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.