ჟორჟე მენდეში ანსუ ფატის შეხვდა

ჟორჟე მენდეში ანსუ ფატის შეხვდა

ცნობილი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში იმყოფება. იგი გუშინ მის კლიენტს, "ბარსას" ახალგაზრდა შემტევს, ანსუ ფატის შეხვდა და მათ ერთად ისადილეს. ამ ინფორმაციას კატალონიელი ჟურნალისტი ადრია ალბეტსი ავრცელებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მენდეშმა გუშინდელ შეხვედრაზე ფატის კატალონიური კლუბის დელიკატური ფინანსური მდგომარეობა აუხსნა და შეატყობინა, რომ ხელფასის შემცირება მოუწევს. ანსუ და მისი ოჯახი ამაზე თანახმანი არიან. "ბარსას" ახალ 10-იანს მხოლოდ დარჩენა და წარმატების მიღწევა სწორედ "ბლაუგრანაში" უნდა.

ჟურნალისტი სიკე როდრიგესი იტყობინება, რომ მენდეში უახლოეს საათებში 18 წლის ტალანტის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფატიმ აგენტს შეატყობინა, რომ მისი პრიორიტეტი კატალონიურ გუნდში დარჩენაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 სექტემბერი 2021 13:23
    0
    ეს და რაიოლა ხომ არ გადავასკოჩოთ ერთმანეთს, ლოდიც მოიძებნება სადმე.
    Culé [?]
    #5 17 სექტემბერი 2021 05:20
    0
    ციტატა: nika 54
    მე მაინც მოგზავნილი მგონია ეგ მენდეში, მომკალით თუ გინდა.

    ვისი მოგზავნილი გგონია. პერესის?
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 სექტემბერი 2021 16:21
    1
    მე მაინც მოგზავნილი მგონია ეგ მენდეში, მომკალით თუ გინდა.
    ფანი [?]
    #3 16 სექტემბერი 2021 16:05
    4
    ეს მენდეში ცუდად ათამაშებს უკანალს
    ფანი [?]
    #2 16 სექტემბერი 2021 15:33
    3
    კულეა კუკეეე,როგორც არაუხო,მინგესა,პედრი,დე იონგი,ბალდე,გავი,ნიკო,შტეგენი,პიკე,პუჩი,ბუსი,ალბა,რობერტო და უკვე მემფისიც.რაც არ უნდა ძღრენში უნდა იყოს კლუბი მაინც ერთგულები დარჩებიან და დაეხმარებიან ესენი სეგუნდაშიც გაყვებიან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 სექტემბერი 2021 15:03
    4
    შემოგევლე ანსუ მორიბას ძმაკაცია და ცოტა მეშინოდა , ცოტა მიაყენებინე შენ აგენტს აბა შენიცი 10 იანებს ასე ყოველ დღე არარიგებენ ❤️‍🔥