ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

16 სექტემბერს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1996 წელი

12 წლის ანდრეს ინიესტა "ლა მასიას" შეუერთდა.

1998 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" სტუმრად გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა. გოლები გიგზმა, სქოულზმა, ბექჰემმა, სონი ანდერსონმა, ჯოვანიმ და ლუის ენრიკემ გაიტანეს.

ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგა.

2007 წელი

ლა ლიგაში "ოსასუნასთან" უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში "ბარსელონას" რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ბოიან კრკიჩს, რომელიც ლა ლიგაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ბოიანმა მესის რეკორდი გააუმჯობესა.

2008 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგთან" 3-1 მოგებულ შეხვედრაში კარლეს პუიოლმა "ბარსელონას" მაისურით მე-400 თამაში ჩაატარა.

2015 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომასთან" 1-1 თამაში ლეო მესისთვის ამ ტურნირზე მე-100 შეხვედრა გამოდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 სექტემბერი 2021 14:31
    0
    ციტატა: cezo45
    ბოიან კრკიჩის როგორ მეიმედებოდა რაღაც სასწაული ბიჭი ჩანდა მარა ორი სეზონის მერე აუვარდა თავში

    ხო ქართველივით, ალბათ ბმვ იყიდა და დაიკიდა დანარჩენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 სექტემბერი 2021 13:03
    0
    ბოიან კრკიჩის როგორ მეიმედებოდა რაღაც სასწაული ბიჭი ჩანდა მარა ორი სეზონის მერე აუვარდა თავში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 სექტემბერი 2021 12:53
    0
    მეასე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე
    --------------------
    THUGS