რონალდო: "ნეიმარი ძალიან ჰგავს მესის"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი თანამემამულის მიმართ, რომელიც ამჟამად "სანტოსის" ღირსებას იცავს. რონალდო აღფრთოვანებულია ნეიმარის თამაშით. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".
ლუის ნაზარიოს დე ლიმას განცხადებით ნეიმარ და სილვას თამაშის სტილი ძალიან გავს ლეო მესისას: "ის მხოლოდ 19 წლისაა თუმცა არის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, უმაღლესი დონის ინდივიდუალურ ტექნიკას ფლობს, ის უბრალოდ ტალანტია. ფლობს ბურთს და რაც მთავარია ძალიან ხშირად ამწუხრებს მეტოქე მეკარეებს. ნეიმარის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს არგენტინელი ტალანტის თამაშის სტილს". დაასრულა რონალდომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]